2024-12-23

21:50

„დაინახე ჩემი თვალით“ – ოფთალმოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების შეგრძნებები და ემოციები

ჯანდაცვა
05-07-2024 17:02

„კაფე მზიურში“ ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის ფოტოპროექტის „დაინახე ჩემი თვალით“ წარდგინება გაიმართა. ფოტოპროექტი მხედველობაზე ზრუნვის კამპანიის „სულ რომ გვხედავდე“ ფარგლებში შეიქმნა და მიზნად  ოფთალმოლოგიური დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პაციენტების მხარდაჭერას ისახავდა.

თვალი ეს ის ორგანოა, რომლითაც სამყაროს 80 პროცენტს აღვიქვამთ. მხედველობის დაქვეითება გავლენას ახდენს სხვა გრძნობებზეც და ხშირად „ცვლის“ კიდეც სამყაროს აღქმას, ფოტოპროექტში წარმოდგენილი ფოტოებიც ასაკთან და დიაბეტთან დაკავშირებული ოფთალმოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მხედველობას და შეგრძნებებს აღწერს.

მხედველობა ერთ-ერთია იმ მგრძნობელობით ფუნქციათა შორის, რომლითაც სამყაროს შეცნობას ვახდენთ, შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ, მისი შენარჩუნებაა. მხედველობა მრავალი მიზეზით შეიძლება დაქვეითდეს, სხვადასხვა დაავადებამ კი, შესაძლოა, სრული დაბრმავება გამოიწვიოს. აუცილებელია გავერთიანდეთ და დავდგეთ ამ დაავადების მქონე ადამიანების გვერდით. დავეხმაროთ, დაძლიონ პრობლემა და ვიმოქმედოთ სწორედ იმისთვის, რომ სულ გვხედავდნენ,“ - გვიამბობს გოგა ჩანადირი.

ღონისძიებაზე ფოტოპროექტის ავტორმა გოგა ჩანადირმა მოსულ სტუმრებს ის იდეა გააცნო, თუ რა იყო მისი ინსპირაციის წყარო. მოწვეული ოფთალმოლოგებმა და პროექტში მონაწილე პაციენტებმა კი, დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის ხელმისაწვდომის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

როგორც ექიმი, ყველაზე უმწეო მაშინ ვარ, როცა პაციენტს ინექციებს ვუნიშნავ, ის კი მეუბნება, რომ ამხელა თანხას ვერ გადაიხდის. ვუშვებ სხვადასხვა ორგანიზაციაში და დაწესებულებაში, სადაც შესაძლოა ნაწილობრივი დაფინანსება მაინც მიიღოს, მაგრამ ეს სრული კურსის ჩატარებისთვის საკმარისი არ არის, რატომ დგანან თვალის გარკვეული დაავადებების მქონე ადამიანები მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემის წინაშე? საქმე ისაა, რომ თვალის ინექციები, არც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება და პრაქტიკულად, არც კერძო სადაზღვევო პაკეტებით იფარება. თვალის ჩინის არქონა ძალიან მძიმე რამ არის. ისინი განსაკუთრებული ადამიანები არიან, რადგან მათ ჩამოყალიბებული აქვთ თავიანთი ცხოვრებისეული სტერეოტიპები, მაგალითები არიან სხვებისთვის, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა მხედველობის პრობლემებით,“ - აღნიშნა ოფთალმოლოგმა თეკლა მამაგეიშვილმა.

იმის მაგალითი, თუ როგორ ცვლის თანამედროვე მკურნალობა ადამიანის ცხოვრებას, მხატვარი ელენე მეტრეველის ისტორიაა. მისი დიაგნოზი დიაბეტური რეტინოპათიაა. ესაა მდგომარეობა, როცა  სისხლში გლუკოზის (შაქრის) მაღალი დონე იწვევს ბადურის სისხლძარღვების დაზიანებას, დროთა განმავლობაში ბადურაზე ჩნდება ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვები, რაც ხშირად თვალის შიგნით სისხლჩაქცევის და მხედველობის მკვეთრი გაუარესების მიზეზი ხდება. სწორედ ეს სცენარი განვითარდა ელენეს შემთხვევაში.  2018 წლის „ერთ მშვენიერ დღეს“ ელენე ასე იხსენებს:

„ძალიან უცნაურად გავიღვიძე, ორივე თვალში სისხლი ჩამექცა, ერთში მეტად. ვერ ვხედავდი, მაგრამ რადგან ერთ თვალში ნაკლები ჩაქცევა მქონდა, ის დაილექა და მხედველობა შედარებით დამიბრუნდა. მანამდე მსგავსი პრობლემის არანაირი მოლოდინი არ მქონია, რადგან ჩემი დიაგნოზი ნიშნავს ახალ წარმოქმნილ სისხლძაღღვევბ და სანამ ჩაქცევა არ მოხდა, საფრთხე ვერ შევიგრძენი.  ეს 2018 წლიდან ხდება და მას შემდეგ იყო დიდი რაოდენობით ოპერაციები.  როგორც სერიოზული ავარიის შემდეგ იწყებენ ადამიანები სიარულის სწავლას, ასეთივე პარალელი შემიძლია გავაკეთო ჩემს მდგომარეობასთან, როცა ხედვა თავიდან დავიწყე.“

ამ რეალობიდან გამომდინარე, თვალის დაავადების მქონე ადამიანებისთვის ერთადერთი გამოსავალი თვალის ინექციების სახელმწიფო პროგრამებში შეტანაა, როგორც ეს გლაუკომის სამკურნალო პრეპარატის შემთხვევაში მოხდა -  წელს პირველად, ქრონიკული დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება დაიწყო. ეს წინგადადგმული ნაბიჯია და მნიშვნელოვანია, შემდეგი ცვლილება თვალშიდა ანუ ინტრავიტრეალური ინექციების დაფინანსება გახდეს. ამით სიბრმავის გამომწვევი  ძირითადი დაავადების სამკურნალო მედიკამენტები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ სტარტი აიღო მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით #სულრომგვხედავდე, რომლის მიზანოფთალმოლოგიური დაავადებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის ხელმისწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. თვალის დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკის და მკურნალობის შედეგად, შესაძლებელია მხედველობის აღდგენა, გაუმჯობესება და შენარჩუნება.

ინფორმაცია დაავადების შესახებ

ბადურის დაავადებები მხედველობის დაქვეითების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია. . ამ დროს შესაძლოა დაზიანდეს როგორც პერიფერიული, ისე ცენტრალური მხედველობა ან დადგეს სრული სიბრმავე. ამ სახის ასზე მეტი ოფთალმოლოგიური დაავადებაა ცნობილი, თუმცა ყველაზე ხშირი ორ ძირითად პათოლოგიაა: მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია და დიაბეტური რეტიოპათია, რომლებიც იწვევს მხედველობის დაქვეითების შეუქცევად პროცესს, მის სრულ დაკარგვამდე. ამიტომ აუცილებელია მხედველობის მონიტორინგი, რათა მოხდეს ადრეული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. ადრეული მკურნალობა უზრუნველყოფს მხედველობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას.

 

მსგავსი სიახლეები

2024-12-23 15:52
ჯანდაცვა

დაფინანსების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი მხედველობას შეინარჩუნებს - რას ითხოვენ პაციენტები და ექიმ

ექიმები ამბობენ, რომ მათთვის მორალურად რთულია, როცა არსებობს ეფექტიანი მედიკამენტები და მათ პაციენტები იმის გამო

2024-12-13 15:18
ჯანდაცვა

ავერსის ბლოგი: გრიპის ვაქცინა – რეალური საფრთხე თუ თავდაცვის ერთადერთი გზა?

სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე, მის სარგებელსა და ზიანზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა

2024-11-26 14:03
ჯანდაცვა

აღმოჩენილია კავშირი COVID-ის ინფექციასა და სიმსივნის ზომის შემცირებას შორის

მეცნიერების თქმით, ეს სპეციალური უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც "სტიმულირებადი

2024-11-15 16:38
ჯანდაცვა

თანამედროვე მკურნალობა, რომელიც მხედველობის გაუმჯობესებას და დაზიანების პროგრესირების შეჩერებას უზრუ

ოფთალმოლოგი ამბობს, რომ რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა, რასაც

2024-11-15 16:16
ჯანდაცვა

„გოგოები მოქმედებენ“ - პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა გოგონებისა და ბიჭების გაძლიერებას

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2022 წლიდან AHF საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები