2024-12-23

21:46

29-30 ივნისს, კამპანიის „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში, ჰიპერტენზიის უფასო გასინჯვები გაიმართა

ჯანდაცვა
05-07-2024 16:19

ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში,  კომპანია „სერვიე“, საქარველოს კარდიოლოგთა საზოგადოებასთან   და ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად, ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლას, ტრადიციულად, უფასო სკრინინგ პროგრამით განაგრძობს. წელს, ჰიპერტენზიის გასინჯვებით, სრულიად უსასყიდლოდ, 2000-მდე პაციენტმა ისარგებლა.

29-30 ივნისს,  თბილისში, ექსპო ჯორჯიას პავიოლონებში, მასშტაბური უფასო გასინჯვები მოეწყო, სადაც ერთ სივრცეში თავი მოიყარა 22 კლინიკის წამყვანმა სპეციალისტმა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილზე ანგიოლოგიური კაბინეტიც გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში, პაციენტებმა კარდიოლოგიური და ანგიოლოგიური გამოკვლევები ერთდროულად ჩაიტარეს.

ჰიპერტენზიის უფასო გასინჯვები ექიმთან კონსულტაციასა და პირველად კარდიოლოგიურ გამოკვლევებს მოიცავდა.  ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც აწუხებდა არტერიული წნევა, გააჩნდა თანმხლები გართულებები კარდიოლოგიური მიმართლებით   ან უბრალოდ სურდა გაეგო, იყო თუ არა ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) რისკ-ჯგუფში, შესაძლებლობა ჰქონდგადაემოწმებინა საკუთარი ჯანმრთელობა, გადაეღო ელექტროკარდიოგრამა და  გაეზომა სისხლში გლუკოზის დონე. კარდიოლოგთან ვიზიტის შემდეგ, მსურველები ანგიოლოგთან გადიოდნენ კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება დოპლერის გადაღებასაც მოიცავდა.

„გლობალური კამპანია, სახელწოდებით „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“,  კომპანია „სერვიეს“ ინიციატივითა და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მხარდაჭერითა და ჩართულობით ხორციელდება. ტრადიციულად, წელსაც, პროექტის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ჰიპერტენზიის უფასო გასინჯვების აქცია წარმოადგენდა. ეს აქტივობა ჯანდაცვის პროფესიონალებს ერთი მიზნისთვის აერთიანებს, - უზრუნველვყოთ დაავადების ადრეული გამოვლენა, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჰიპერტენზიის მძიმე შედეგებისგან პაციენტების დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ  დაავადების შესახებ ინფორმირების დონის გაზრდა, პერიოდული სკრინინგი, წნევის რეგულარული კონტროლი, რადგან   ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა, თავის მხრივ, ხელს უწყობს სხვადასხვა თანმდევი დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას“ - აღნიშნავს კომპანია „სერვიეს“ საქართველოს წარმომადგნელობის დირექტორი მაია ხეცურიანი.

ჰიპერტენზიის დღეს არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე, დროული დიაგნოსტირების აუცილებლობაზე, ეფექტური მართვის მნიშვნელობაზე, დაავადების სიმძიმესა და სკრინინგის მნიშვნელობაზე საუბრობენ კარდიოლოგებიც.

„არტერიული ჰიპერტენზია კვლავ ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან მსოფლიოში სიკვდილობის უმთავრეს მიზეზად რჩება. მაღალი არტერიული წნევის მქონე ორი ადამიანიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ მას აქვს მომატებული არტერიული წნევა. მომატებული არტერული წნევა ინსულტის, ინფარქტის და თირკმლის დაავადების წინაპირობაა. მაღალი წნევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებული არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე,  როგორიცაა - ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა. ამიტომ მნიშნელოვანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.  უკვე მეშვიდე წელია, კომპანია „სერვიესთან“ ერთად, ვემსახურებით ჩვენს მთავარ მიზანს, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს დაავადების სიმძიმის შესახებ, გაიზარდოს ექიმთან მიმართვიანობა და საჭიროების შემთხვევაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმართოს დაავადება,“ - განმარტავს ექიმი კარდიოლოგი თამაზ შაბურიშვილი.  

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, არტერიული ჰიპერტენზია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მაღალი წნევა მსოფლიოში 1,5 მილიარდ ადამიანს აღენიშნება.  სიკვდილობის მთავარი მიზეზიც,, დღეს სწორედ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2023 წელს 20 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათივე მტკიცებით, სიკვდილის შემთხვევათა 80%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია. კერძოდ,  იმ რისკ-ფაქტორების მოდიფიცირებით, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს და ლეტალური შედეგის ალბათობას ზრდის. ამ ფაქტორებს შორის წამყვანი ადგილი არტერიულ ჰიპერტენზიას უკავია.

„კვლავ ვაგრძელებთ  საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მაღალი არტერიული წნევის შესახებ. კიდევ ერთხელ, მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთკომპანია „სერვიესთან“. საქართველოში პროექტი საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მხარდაჭერით და ჩართულობით ხორციელდება. ცნობიერების ამაღლება არტერიული წნევის სისტემატური შემოწმების შესახებ საფუძველია, რათა მოხდეს ჰიპერტენზიის დროული დიაგნოსტირება, მისი ეფექტური მართვა და სიცოცხლისთვის საშიში გართულებების თავიდან აცილება. ჰიპერტენზია ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ.  სწორედ ამიტომ,  მას  „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის, რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების ეფექტურ მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც წელს, სამედიცინო ასოციაციები  და დარგის წამყვანი სპეციალისტები ჰიპერტენზიასთან ბრძოლის 3-წლიან მარათონში ვერთიანდებით და კომპანია „სერვიეს“ პროექტმა, ახალი კამპანიის სახით, “სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენზიის პირისპირ   უფრო მასშტაბურ  და პერმანენტულ ხასიათი მიიღო.  “ბრძოლა მომავლისთვის 50/27“ 2027 წლისთვის საქართველოში ჰიპერტენზიის კონტროლის 17-დან 50 პროცენტამდე  გაუმჯობესებას გულისხმობს,“ - აღნიშნავს საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი არჩილ ჩუხრუკიძე.

როგორც ბოხუას სახელობის კარდიოპულმონური განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ზურა ფაღავა აღნიშნავს, დღეს საკმაოდ გავრცელებულია არტერიული ჰიპერტენზიით გამოწვეული ინსულტი და სწორედ არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს თავის ტვინის ინსულტის მთავარ რისკ-ფაქტორს. თავისთავად, ინსულტი წარმოადგენს ყველაზე საშიშ და ვერაგ დაავადებას, რომელიც მაღალი სიკვდილობით ხასიათდება. სპციალისტის თქმით, პრევენცია შესაძლებელია, რომლის წინაპირობას წარმოადგენს არტერიული ჰიპერტენზიის დროულად გამოვლენა. 

„საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია კამპანიაა. თითქმის ყოველ წელს მოვდივარ.  დღეს  ადამიანებისთვის ფუფუნებაა უსასყიდლოდ გადაიმოწმო საკუთარი ჯანმრთელობა, მიიღო ექიმი კარდიოლოგების კონსულტაცია,  გადაიღო ელექტრო კარდიოგრამა და  გაისინჯო სისხლში გლუკოზის დონე. წლევანდელი ეს კამპანია  მართლაც გამორჩეულია იყო, რადგან კარდიოლოგთან ვიზიტის შემდეგ, ანგიოლოგთან გავიარე კონსულტაციაც და დროული იყო, საკმაოდ სერიოზული მდგომარეობა აღმომაჩნდა და გადავიღე დოპლერიც,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა პაციენტმა.

კამპანიამ “გაიზომე წნევა ამას შენთვის გეუბნები”  მრავალწლიანი არსებობის განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰიპერტენზიის მიმართ ცნობადობის დონის ამაღლებაში. ფაქტია, რომ წლიდან წლამდე მოსახლეობის მომართვიანობა სკრინინგში იზრდება, რაც მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. ბრძოლა ჰიპერტენზიის წინააღმდეგ გრძელდება. მთავარი  მიზანი, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს დაავადების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში გაიზარდოს ექიმთან მიმართვიანობა. ვიმედოვნებთ, რომ სამწლიან პერსპექივაში ჰიპერტენზიის კონტრლის მაჩვენებელი საგრძნობლად გაუმჯობესედება და მიაღწევს დასახულ 50%-იან მაჩვენებელს!

 

მსგავსი სიახლეები

2024-12-23 15:52
ჯანდაცვა

დაფინანსების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი მხედველობას შეინარჩუნებს - რას ითხოვენ პაციენტები და ექიმ

ექიმები ამბობენ, რომ მათთვის მორალურად რთულია, როცა არსებობს ეფექტიანი მედიკამენტები და მათ პაციენტები იმის გამო

2024-12-13 15:18
ჯანდაცვა

ავერსის ბლოგი: გრიპის ვაქცინა – რეალური საფრთხე თუ თავდაცვის ერთადერთი გზა?

სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე, მის სარგებელსა და ზიანზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა

2024-11-26 14:03
ჯანდაცვა

აღმოჩენილია კავშირი COVID-ის ინფექციასა და სიმსივნის ზომის შემცირებას შორის

მეცნიერების თქმით, ეს სპეციალური უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც "სტიმულირებადი

2024-11-15 16:38
ჯანდაცვა

თანამედროვე მკურნალობა, რომელიც მხედველობის გაუმჯობესებას და დაზიანების პროგრესირების შეჩერებას უზრუ

ოფთალმოლოგი ამბობს, რომ რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა, რასაც

2024-11-15 16:16
ჯანდაცვა

„გოგოები მოქმედებენ“ - პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა გოგონებისა და ბიჭების გაძლიერებას

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2022 წლიდან AHF საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები