29-30 ივნისს, კამპანიის „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში, ჰიპერტენზიის უფასო გასინჯვები გაიმართება
29-30 ივნისს, კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, თბილისში მასშტაბური უფასო გასინჯვები გაიმართება. პროექტი „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ წელს 22 კლინიკას და საქართველოს წამყვან ექიმებს აერთიანებს. პაციენტების მიღება 10:00-დან 18:00-მდე, ერთ სივრცეში, „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში მოხდება.
ჰიპერტენზიის უფასო გასინჯვების მიღება, რაც მოიცავს ექიმთან კონსულტაციასა და პირველად კარდიოლოგიურ გამოკვლევებს, შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც აწუხებს არტერიული წნევა, უჩივის გულს, სურს გაერკვეს, არის თუ არა ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) რისკ-ჯგუფში, სჭირდება კონსულტაცია, როგორ მართოს წნევა, ან უბრალოდ სურს, გადაამოწმოს საკუთარი ჯანმრთელობა.
წლევანდელი კამპანია გამორჩეულია. ადგილზე ანგიოლოგიური კაბინეტიც გაიხსნება და მსურველებს, პირველადი კარდიოლოგიური გამოკვლევების გარდა, შეეძლებათ ანგიოლოგთან ვიზიტი და კონსულტაციის მიღების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, დოპლერის გადაღება.
ადგილზე უფასო გამოკვლევის მისაღებად, საჭიროა წინასწარ ჩაწერა შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 0 800 100 121 და 0 800 100 123. მნიშვნელოვანია, რომ ზარი უფასოა.
ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, „სერვიე“ ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლას ტრადიციულად უფასო სკრინინგ პროგრამით განაგრძობს .
„გაიზომე წნევა -ამას შენთვის გეუბნები“ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას პროექტში, რათა უზრუნველყოს დაავადების ადრეული გამოვლენა, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჰიპერტენზიის მძიმე შედეგებისგან პაციენტების დასაცავად. მნიშვნელოვანია, დაავადების შესახებ ინფორმირების დონის გაზრდა, პერიოდული სკრინინგი, წნევის რეგულარული კონტროლი, რადგან ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა, თავის მხრივ, ხელს უწყობს გულის უკმარისობის, ინსულტისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის შემცირებას.
უფასო გამოკვლევებში ჩართულია შემდეგი კლინიკები:
· თიმი-თბილისის მედიცინის ინსტიტუტი
· თბილისის გულის ცენტრი
· შპს. სისტოლა
· ორაგველიძის სახელობის კარდიოლოგიური კლინიკა
· ამერიკული ჰოსპიტალი
· პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
· ღია გული
· ჯერარსი
· კლინიკა რუსთავი
· ინგოროყვას სახელობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი
· ჯეო ჰოსპიტალსი
· მცხეთის სამედიცინო ცენტრი
· ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი
· ჩაფიძის გულის ცენტრი
· ვივამედი
· ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
· თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა
· ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი
· ჰელსიკორი - ისრაელი - საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა
· ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა
· ნიუ ჰოსპიტალსი
· მედიქლაბჯორჯია
ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების გლობალური პროექტი “გაიზომე წნევა, ამას შენთვის გეუბნები”, უკვე მე-7 წელია მიმდინარეობს კომპანია “სერვიეს”, საქართველოს ჰიპერტენზიისა და კარდიოლოგთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით. წელს, კი პროექტი ახალი კამპანიის სახით “სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენზიის პირისპირ“ უფრო მასშტაბურ და პერმანენტულ ხასიათს იღებს. “ბრძოლა მომავლისთვის 50/27“ 2027 წლისთვის საქართველოში ჰიპერტენზიის კონტროლის 17-დან 50 პროცენტამდე გაუმჯობესებას გულისხმობს.
ნანახია: 423
მსგავსი სიახლეები
clickss