2024-12-24

04:14

„დაინახე ჩემი თვალით“ – „შეცვლილი სამყარო“ ფოტოხელოვანის ობიექტივში

ჯანდაცვა
24-06-2024 01:50

გოგა ჩანადირის თვალით დანახული ოფთალმოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების შეგრძნებები!

24 ივნისს, 19:00 საათზე „კაფე მზიურში“ (მის: მზიურის სკვერი, ი.ჭავჭავაძის #23)  ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის ფოტოპროექტის „დაინახე ჩემი თვალით“ წარდგინება გაიმართება. ფოტოპროექტი მხედველობაზე ზრუნვის კამპანიის „სულ რომ გვხედავდე“ ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს ოფთალმოლოგიური დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პაციენტების მხარდაჭერას.

თვალი ეს ის ორგანოა, რომლითაც სამყაროს 80 პროცენტს აღვიქვამთ. მხედველობის დაქვეითება გავლენას ახდენს სხვა გრძნობებზეც და ხშირად „ცვლის“ კიდეც სამყაროს აღქმას, ფოტოპროექტში წარმოდგენილი ფოტოებიც ასაკთან და დიაბეტთან დაკავშირებული ოფთალმოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მხედველობას და შეგრძნებებს აღწერს.

მხედველობა ერთ-ერთია იმ მგრძნობელობით ფუნქციათა შორის, რომლითაც სამყაროს შეცნობას ვახდენთ, შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ, მისი შენარჩუნებაა. მხედველობა მრავალი მიზეზით შეიძლება დაქვეითდეს, სხვადასხვა დაავადებამ კი, შესაძლოა, სრული დაბრმავება გამოიწვიოს. აუცილებელია გავერთიანდეთ და დავდგეთ ამ დაავადების მქონე ადამიანების გვერდით. დავეხმაროთ, დაძლიონ პრობლემა და ვიმოქმედოთ სწორედ იმისთვის, რომ სულ გვხედავდნენ,“ - ამბობს გოგა ჩანადირი.

ღონისძიებაზე ფოტოპროექტის ავტორი გოგა ჩანადირი მოსულ სტუმრებს გააცნობს იდეის შესახებ, თუ რა იყო მისი ინსპირაციის წყარო. მოწვეული ოფთალმოლოგები და პროექტში მონაწილე პაციენტები კი, ისაუბრებენ დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის ხელმისაწვდომის აუცილებლობაზე.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ სტარტი აიღო მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით #სულრომგვხედავდე, რომლის მიზანოფთალმოლოგიური დაავადებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის ხელმისწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. თვალის დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკის და მკურნალობის შედეგად, შესაძლებელია მხედველობის აღდგენა, გაუმჯობესება და შენარჩუნება.

ინფორმაცია დაავადების შესახებ

ბადურის დაავადებები მხედველობის დაქვეითების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია. . ამ დროს შესაძლოა დაზიანდეს როგორც პერიფერიული, ისე ცენტრალური მხედველობა ან დადგეს სრული სიბრმავე. ამ სახის ასზე მეტი ოფთალმოლოგიური დაავადებაა ცნობილი, თუმცა ყველაზე ხშირი ორ ძირითად პათოლოგიაა: მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია და დიაბეტური რეტიოპათია, რომლებიც იწვევს მხედველობის დაქვეითების შეუქცევად პროცესს, მის სრულ დაკარგვამდე. ამიტომ აუცილებელია მხედველობის მონიტორინგი, რათა მოხდეს ადრეული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. ადრეული მკურნალობა უზრუნველყოფს მხედველობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას.

მსგავსი სიახლეები

2024-12-23 15:52
ჯანდაცვა

დაფინანსების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი მხედველობას შეინარჩუნებს - რას ითხოვენ პაციენტები და ექიმ

ექიმები ამბობენ, რომ მათთვის მორალურად რთულია, როცა არსებობს ეფექტიანი მედიკამენტები და მათ პაციენტები იმის გამო

2024-12-13 15:18
ჯანდაცვა

ავერსის ბლოგი: გრიპის ვაქცინა – რეალური საფრთხე თუ თავდაცვის ერთადერთი გზა?

სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე, მის სარგებელსა და ზიანზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა

2024-11-26 14:03
ჯანდაცვა

აღმოჩენილია კავშირი COVID-ის ინფექციასა და სიმსივნის ზომის შემცირებას შორის

მეცნიერების თქმით, ეს სპეციალური უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც "სტიმულირებადი

2024-11-15 16:38
ჯანდაცვა

თანამედროვე მკურნალობა, რომელიც მხედველობის გაუმჯობესებას და დაზიანების პროგრესირების შეჩერებას უზრუ

ოფთალმოლოგი ამბობს, რომ რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა, რასაც

2024-11-15 16:16
ჯანდაცვა

„გოგოები მოქმედებენ“ - პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა გოგონებისა და ბიჭების გაძლიერებას

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2022 წლიდან AHF საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები