თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა თუბა ოზუთოქმა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის ფილიალი დაათვალიერა
ჯანდაცვა
06-04-2024 12:00
გუშინ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მისიის ხელმძღვანელთან თუბა ოზუთოქთან და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან თამარ გოგიტიძესთან ერთად ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის ფილიალს ეწვია.
სტუმრებმა, სკრინინგ ცენტრის დირექტორთან, ეთერ კიღურაძესთან ერთად არსებული გარემო დაათვალიერეს, ცენტრის სამუშაო პროცესს გაეცნენ. დირექტორმა სკრინინგ ცენტრის საქმიანობის და პროგრამების შესახებ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძირითადი მიზანი დაავადებათა დროული დიაგნოსტიკაა . ასევე, მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე.
“კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა და ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. ადრეული დიაგნოსტიკა, სკრინინგი საუკეთესო პრევენცია და ჯანმრთელი ცხოვრების წინაპირობაა” , - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ და მადლობა გადაუხადა მხარეებს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის.
ნანახია: 482
მსგავსი სიახლეები
clickss