2024-12-26

07:26

„ნიუ ჰოსპიტალსს“ საერთაშორისო KTQ აკრედიტაცია მიენიჭა

ჯანდაცვა
05-04-2024 13:10

„ნიუ ჰოსპიტალსს“ სამედიცინო პროცესების და პაციენტთა უსაფრთხოების გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა და ხარისხის მართვის სერტიფიკატი გადაეცა.

გერმანული აუდიტორული ორგანიზაციის „თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობასა და ხარისხში“ აუდიტორები „ნიუ ჰოსპიტალსს“ მონიტორინგის მიზნეთ ეწვივნენ და შეფასების პროცესი კლინიკის ადმინისტრაციულ და სამედიცინო პერსონალთან ერთად წარმართეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კლინიკის ხარისხის მენეჯმენტი შეაფასეს KTQ-ს სხვადასხვა კრიტერიუმით, როგორიც არის პაციენტებსა და თანამშრომლებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და კლინიკური რისკების მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია; ასევე მენეჯმენტი და ხარისხის მართვა, რაც სამედიცინო დაწესებულებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

ორგანიზაციის დირექტორმა, რონალდ ნეუბაუერმა „ნიუ ჰოსპიტალსი“ დადებითად შეაფასა აუდიტის ყველა მიმართულებით და განაცხადა, რომ სამედიცინო სფეროში მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ხოლო აღნიშნული აკრედიტაციის მინიჭება დასტურია იმისა, რომ „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი ზრუნავს პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდებაზე.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კლინიკა ყოველდღიურად ემსახურება ქართველ და უცხოელ პაციენტებს, რომლებიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მიმართავენ სამედიცინო მომსახურების მისაღებად. დაარსების დღიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ სამედიცინო დახმარება გაეწია ასიათასობით ადამიანს - ჩატარდა 240,000-მდე სტაციონარული და 1,500,000-მდე ამბულატორიული მომსახურება.

მსგავსი სიახლეები

2024-12-24 21:29
ჯანდაცვა

პაციენტები იმედს არ კარგავენ, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრა

ასაკთან ასოცირებულ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადებებია. ამიტომ, სიცოცხლის

2024-12-23 15:52
ჯანდაცვა

დაფინანსების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი მხედველობას შეინარჩუნებს - რას ითხოვენ პაციენტები და ექიმ

ექიმები ამბობენ, რომ მათთვის მორალურად რთულია, როცა არსებობს ეფექტიანი მედიკამენტები და მათ პაციენტები იმის გამო

2024-12-13 15:18
ჯანდაცვა

ავერსის ბლოგი: გრიპის ვაქცინა – რეალური საფრთხე თუ თავდაცვის ერთადერთი გზა?

სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე, მის სარგებელსა და ზიანზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა

2024-11-26 14:03
ჯანდაცვა

აღმოჩენილია კავშირი COVID-ის ინფექციასა და სიმსივნის ზომის შემცირებას შორის

მეცნიერების თქმით, ეს სპეციალური უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც "სტიმულირებადი

2024-11-15 16:38
ჯანდაცვა

თანამედროვე მკურნალობა, რომელიც მხედველობის გაუმჯობესებას და დაზიანების პროგრესირების შეჩერებას უზრუ

ოფთალმოლოგი ამბობს, რომ რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა, რასაც





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები