2024-12-27

09:57

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვითარებას განაგრძობს!

ჯანდაცვა
13-03-2024 12:25

GM PHARMA-ში შვეიცარული ლიდერი კომპანიის GERTIS მშრალი გრანულაციის აპარატი დამონტაჟდა.

GM PHARMA-მ თბილისის საწარმოში შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანია GERTEIS-ისგან შეძენილი მშრალი გრანულაციის მანქანა-დანადგარის – MINI-PACTOR® – ინსტალაცია დაასრულა. დანადგარი GERTEIS-იდან სპეციალურად ჩამოსულმა წარმომადგენელმა ქართული ფარმაცვეტული საწარმოს პროცესის ინჟინრებთან, ტექნიკოსებთან და წარმოების სპეციალისტებთან ერთად დაამონტაჟა. წარმატებით დასრულდა აღნიშნული დანადგარის ე.წ. SAT (Site Acceptance Test) პროცესიც.

თანამედროვე მსოფლიოს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში MINI-PACTOR® ფართოდ გამოიყენება როგორც ახალი წამლების განვითარებისთვის, ისე წარმოების მოცულობის გასაზრდელად. დანადგარს საწარმოო სიმძლავრის ფართო ამპლიტუდა გააჩნია, კერძოდ – 10 გრამიდან 100 კგ-მდე საათში, რაც მას იდეალურ მშრალ გრანულატორად აქცევს და მისი, როგორც განვითარების ეტაპზე, ისე წარმოებაში თანაბრად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

GM PHARMA-ს კვლევა-განვითარების განყოფილებას სამომავლო გეგმებში ისეთი პრეპარატების შექმნა-განვითარება აქვს, რომლებსაც სწორედ MINI-PACTOR® დასჭირდება. აღნიშნული დანადგარი მნიშვნელოვნად გაზრდის GM PHARMA-ში წარმოებული მედიკამენტების ჩამონათვალს. მაგალითად, ესენია პროლონგირებული ანუ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების პრეპარატები, რადგან სწორედ MINI-PACTOR® უზრუნველყოფს წამლის ნაწილაკების ისეთ გადანაწილებას და ზომას, ასევე შუალედურ ფარმაცევტულ პროდუქტში დამხმარე ნივთიერების ისეთ ჩართვას, რომ წამლის მზა ფორმაში აქტიური ნივთიერების გახანგრძლივებული გამოთავისუფლება მივიღოთ, რაც მედიკამენტის დღე-ღამეში ერთჯერადი დოზირების შესაძლებლობას ქმნის. MINI-PACTOR® საშუალებას იძლევა, კომპანიამ შექმნას და აწარმოოს ტენისადმი და სითბოსადმი მგრძნობიარე მედიკამენტები, რომელთა წარმოება სველი გრანულაციით თითქმის შეუძლებელია; ასევე არსებობს ისეთი ფარმაცევტული სუბსტანციები, რომლებსაც დაბალი ლღობის ტემპერატურა აქვთ და მშრალი გრანულაციის აღნიშნული დანადგარი ასეთი სუბსტანციების შემცველი პრეპარატების წარმოებაშიც გამოიყენება.

MINI-PACTOR® აუმჯობესებს ისეთი აქტიური სუბსტანციებისგან მიღებული შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის დენადობას, რომლებიც ორგანულად ხასიათდებიან ცუდი დენადობით ან ნაწილაკების დაბალი ზომით გამოირჩევიან და მშრალი გრანულატორის გამოყენების გარეშე, ასეთი სუბსტანციებისა და შუალედური ბალკის დატაბლეტება ან კაფსულირება თითქმის შეუძლებელია. ასევე აქტიურად მოხდება MINI-PACTOR®-ის გამოყენება ისეთი პრეპარატების წარმოებაში, სადაც აქტიური ნივთიერების შემცველობა ტაბლეტის სრული მასის 20%-ზე ნაკლებია; ასეთ პრეპარატებში მშრალი გრანულაციის აპარატი დოზირებისა და მასის ერთგვაროვნებას უზრუნველყოფს.

GERTEIS არის პრემიუმ ხარისხის მშრალი გრანულაციის მოწყობილობების მწარმოებელი ბაზრის ლიდერი კომპანია. იგი თანამშრომლობს ისეთ წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან, როგორიცაა Pfizer, Bayer, GSK, Roche და სხვ.

 GM PHARMA ფოკუსირებულია ფარმაცევტულ წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, წარმოების უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვასა და თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალური პროდუქტების შექმნა-განვითარებაზე.

GM PHARMA-ს პრეპარატების ჩამონათვალშია თანამედროვე, ინოვაციური მედიკამენტები, რომლებიც უკანასკნელი წლების თერაპიული სქემებით და გაიდლაინებით არის მოწოდებული.

GM PHARMA-ს მედიკამენტებს და საკვებ დანამატებს საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე (საექსპორტო ქვეყნებში) დაახლოებით 12 მილიონი პაციენტი იღებს ყოველწლიურად, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

მსგავსი სიახლეები

2024-12-24 21:29
ჯანდაცვა

პაციენტები იმედს არ კარგავენ, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრა

ასაკთან ასოცირებულ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადებებია. ამიტომ, სიცოცხლის

2024-12-23 15:52
ჯანდაცვა

დაფინანსების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი მხედველობას შეინარჩუნებს - რას ითხოვენ პაციენტები და ექიმ

ექიმები ამბობენ, რომ მათთვის მორალურად რთულია, როცა არსებობს ეფექტიანი მედიკამენტები და მათ პაციენტები იმის გამო

2024-12-13 15:18
ჯანდაცვა

ავერსის ბლოგი: გრიპის ვაქცინა – რეალური საფრთხე თუ თავდაცვის ერთადერთი გზა?

სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე, მის სარგებელსა და ზიანზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა

2024-11-26 14:03
ჯანდაცვა

აღმოჩენილია კავშირი COVID-ის ინფექციასა და სიმსივნის ზომის შემცირებას შორის

მეცნიერების თქმით, ეს სპეციალური უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც "სტიმულირებადი

2024-11-15 16:38
ჯანდაცვა

თანამედროვე მკურნალობა, რომელიც მხედველობის გაუმჯობესებას და დაზიანების პროგრესირების შეჩერებას უზრუ

ოფთალმოლოგი ამბობს, რომ რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა, რასაც





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები