2025-01-05

05:27

1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე / შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - "ჯერ არ დასრულებულა"

ჯანდაცვა
01-12-2023 06:31

1 დეკემბერს, შიდსის მსოფლიო დღეს, შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) წარმომადგენლობა საქართველოში შეახსენებს მსოფლიოს, რომ ბრძოლა აივ/შიდსის პანდემიასთან ჯერ არ დასრულებულა. ამ დღესადმი მიძღვნილი ღონისძიებები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება, უფლებადამცველები პატივს მიაგებენ ყველას, ვინც შიდსთან დაკავშირებულ დაავადებებს შეეწირა, მხარს დაუჭერენ მათ, ვინც ბრძოლას აგრძელებს და აერთიანებენ ადამიანებს მთელ სოფლიოში  აივ/შიდსის დასამარცხებლად.

მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, აივ/შიდსზე გლობალური რეაგირება სერიოზული საფრთხეების წინაშე დგას, მათ შორისაა: არასაკმარისი დაფინანსება, ყოველწლიურად ახალი  1.3 მილიონი აივ ინფექციის გამოვლენის სახიფათოდ მაღალი მაჩვენებლები, 630 000 აივ/შიდსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა და, არასაკმარისი საპასუხო ქმედებები, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში.

გასული წლების მსგავსად, 2023 წლის შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართცველოს წარმომადგენლობაც უერთდება. წელს აქტივობები მიმართული იქნება ახალგაზდების ცნობიერების ამაღლებისკენ და უნივერსიტეტის თვითმართველობის ხელშეწყობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საინფორმაციო თემატური შეხვედრა, დარიგდება საინფორმაციო მასალები და ნებისმიერი მსურველისთვის ჩატარდება აივ ინფექციაზე სწრაფი და ანონიმური ტესტირება. „შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება და მიზნად ისახავს მთავარი გზავნილის შეხსენებას, რომ მხოლოდ საზოგადოების გაერთიანებით არის შესაძლებელი შიდსის პანდემიის დამარცხება. ახალგაზრდების ინფორმირებულობა და ჩართულობა ამ მხრივ განსაკუთრებულ როლს თამაშობს.“ - აღნიშნავს შიდსის ჯანდაცვოს ფონდის საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი, ნინო ხეთაგური.

ყოველწლიურად, 1 დეკემბერს, შიდსის მსოფლიო დღეს, აივ/შიდსის აქტივისტებს შესაძლებლობას აძლევს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით გააძლიერონ გლობალური რეაგირება, ებრძოლონ მავნე სტიგმასა და დისკრიმინაციას, რაც ხელს უშლის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით მცხოვრებ ადამიანებს ტესტირებისა და მკურნალობის სერვისების მოძიებაში, და მოუწოდონ მთავრობებს მთელ მსოფლიოში, უზრუნველყონ ხელმისაწვდომი რესურსები და პოლიტიკური ნება აივ/შიდსთან საბრძოლველად. შიდსის მსოფლიო დღეს მსოფლიოს უნდა ახსოვდეს შიდსი ჯერ არ დასრულებულა.

__________________ 

შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) არის გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს უახლესი სამედიცინო მომსახურებისა და ადვოკატირების გაწევას 1.9 მილიონზე მეტ ადამიანისთვის მსოფლიოს 45 ქვეყანაში: აშშ-ში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში/კარიბში, აზიაში/წყნარი ოკეანის რეგიონში და ევროპაში. სადღეისოდ, ჩვენ ვართ აივ/შიდსთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების მსოფლიოში ყველაზე დიდი არაკომერციული მიმწოდებელი. AHF-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.aidshealth.org, მოგვძებნეთ Facebook-ზე: www.facebook.com/aidshealth და გამოგვიყევით Twitter-ზე: @aidshealthcare და Instagram: @aidshealthcare.

მსგავსი სიახლეები

2024-12-27 14:54
ჯანდაცვა

PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლას და

პოსტსაბჭოთა სივრცეს, რუსეთის ლოჯისტიკური საწყობებიდან, ამარაგებდა მრავალი დასავლური კომპანია

2024-12-24 21:29
ჯანდაცვა

პაციენტები იმედს არ კარგავენ, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრა

ასაკთან ასოცირებულ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადებებია. ამიტომ, სიცოცხლის

2024-12-23 15:52
ჯანდაცვა

დაფინანსების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი მხედველობას შეინარჩუნებს - რას ითხოვენ პაციენტები და ექიმ

ექიმები ამბობენ, რომ მათთვის მორალურად რთულია, როცა არსებობს ეფექტიანი მედიკამენტები და მათ პაციენტები იმის გამო

2024-12-13 15:18
ჯანდაცვა

ავერსის ბლოგი: გრიპის ვაქცინა – რეალური საფრთხე თუ თავდაცვის ერთადერთი გზა?

სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე, მის სარგებელსა და ზიანზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა

2024-11-26 14:03
ჯანდაცვა

აღმოჩენილია კავშირი COVID-ის ინფექციასა და სიმსივნის ზომის შემცირებას შორის

მეცნიერების თქმით, ეს სპეციალური უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც "სტიმულირებადი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები