მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში დღეს, 23:00 საათზე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი გაიმართება, სადაც საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია თავის საკონკურსო სიმღერას, Freedom-ს შეასრულებს.
საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ: ავსტრია, ლიეტუვა, სომხეთი, მონტენეგრო, საბერძნეთი, ირლანდია, ავსტრალია, ლატვია, ჩეხეთი, ისრაელი, მალტა, ფინეთი, დანია, ლუქსემბურგი და სერბეთი. დღეს სცენაზე ასევე იმღერებენ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებიც.
მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი წარდგება. არამონაწილე ქვეყნებიდან ხმის მიცემას ESC.VOTE-ზე შეძლებთ. კონკურსის წესების თანახმად, საკუთარ ქვეყანას ხმას ვერ მისცემთ.
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემის პროცესში ჟიური არ მონაწილეობს. ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 623
მსგავსი სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ
ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG
გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება
მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის
clickss