2025-04-16

19:27

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი „დინამო არენაზე“ 23 ივლისს გაიმართება

კულტურა
04-04-2025 15:01

Starring Georgia-ს ფარგლებში, „დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება. პოპმუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი კონცერტს 23 ივლისს „დინამო არენაზე“ გამართავს.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 8 აპრილს, 12:00 საათზე TKT.ge/JustinTimberlake-ზე.

ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, Starring Georgia-ს მუსიკალური ოდისეის ლოიალურ თანამგზავრებს, Starring Card-ის მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ Pre Sale-ით და ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთები ერთი დღით ადრე შეიძინონ. მათივე ცნობით, წინასწარი გაყიდვა 7 აპრილს, 12:00 საათზე TKT.ge-ზე დაიწყება.

„ჯასტინ ტიმბერლეიკი მრავალმხრივი შემსრულებელი, მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია. მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია მისი 54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სიმღერა. არტისტის კარიერა 30 წლის წინ ცნობილი ბოიბენდის, *NSYNC-ის სოლისტად დაიწყო. ამ ბენდთან ერთად, მან 70 მილიონი ჩანაწერი გაყიდა. ჯასტინ ტიმბერლეიკს პოპ, დენს და R&B ჟანრებში GRAMMY-ს ათი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის, წარმატებული სოლო ალბომებისთვის – Man of the Woods, The 20/20 Experience, FutureSex/LoveSounds და მისი სადებიუტო სოლო ალბომისთვის – Justified. გარდა ამისა, ჯეი-ზისთან კოლაბორაციით, არტისტმა მსოფლიოში 23 მილიარდზე მეტი აუდიო და ვიდეოსტრიმი მოიპოვა; ასევე მიიღო Emmy-ს ოთხი ჯილდო საღამოს მუსიკალურ-იუმორისტულ შოუში – Saturday Night Live-ი მისი დასამახსოვრებელი გამოსვლებისთვის.

ჯასტინ ტიმბერლეიკს გახმოვანებული აქვს DreamWorks-ის ანიმაციური მიუზიკლი TROLLS-ს. მისი ჰიტად ქცეული სიმღერა Can’t Stop the Feeling 2017 წელს გამოსული Trolls Holiday-იდან, „ოსკარზე“ წლის „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ ნომინაციაში იყო წარდგენილი. არტისტმა ახლახან გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი Everything I Thought It Was, რომელიც 18 ახალ სიმღერას შეიცავს, მათ შორის, ჰიტებს: Selfish და No Angels. 23 ივლისს „დინამო არენაზე“ შეკრებილ ათიათასობით მელომანს შესაძლებლობა ექნება, მოუსმინონ საყვარელ ჰიტებს და ამასთანავე, უახლესი ალბომის სიმღერებს“, – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-04-15 11:40
კულტურა

„საქართველოს სინფონიეტა“ ფინეთში გაემგზავრა, სადაც 16 აპრილს, ქალაქ რაუმას წმინდა ჯვრის ტაძარში, ბარ

კონცერტი „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის“ მიწვევით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერი

2025-04-13 12:30
კულტურა

პარიზის წიგნის ფესტივალზე სტუდია „ქართულმა ფილმმა“ ქართული დიაფილმებით შთაგონებული საბავშვო წიგნები

ილუსტრირებული ზღაპარი დიაფილმების გამოსახულებებით, ფრანგულ ენაზე საფრანგეთში მცხოვრებმა ნატალია

2025-04-11 12:31
კულტურა

პარიზში „გრან პალეში“ (Grand Palais) პარიზის წიგნის ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

ფესტივალის ოფიციალური გახსნის ფარგლებში, საფრანგეთის კულტურის მინისტრი ქართველ კოლეგას გაესაუბრა

2025-04-08 10:37
კულტურა

4 აპრილს GÜRTİAD-ის მმართველი საბჭოს წევრის ქ-ნი სევჯიჰან იავუზის გამოფენა გაიმართა

2025 წლის 04 აპრილს GÜRTİAD-ის მმართველი საბჭოს წევრის ქ-ნი სევჯიჰან იავუზის გამოფენა გაიმართა

2025-04-04 15:01
კულტურა

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი „დინამო არენაზე“ 23 ივლისს გაიმართება

ჯასტინ ტიმბერლეიკი მრავალმხრივი შემსრულებელი, მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები