2025-07-01

23:58

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, მედია-კომპანია Prime TV-ის მიერ გადაღებული ორი მხატვრული ფილმის პრემიერა შედგა!

კულტურა
02-04-2025 17:19

გუშინ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მედია-კომპანია Prime TV-ის მიერ გადაღებული ორი მხატვრული ფილმის პრემიერა შედგა! ფილმებში, რომელთა გადაღება ორ ქვეყანაში მიმდინარეობდა,  დამწყები   და მომავალი მსახიობები მონაწილეობდნენ.

ეს დღე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფილმებში დამწყები  მსახიობები მონაწილეობდნენ, გადაღების პროცესში მათ უზარმაზარი ენერგია, მონდომება და ნიჭი ჩადეს, რეჟისორებისა და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით პროექტმა განსაკუთრებული სახე მიიღო.

დარბაზი სავსე იყო, ემოციები – დაუვიწყარი, რაც კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპონსორებსა და მხარდამჭერებს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს და მის რექტორ ბატონ გია კავთელიშვილს, რომელიც ყოველთვის ღიაა ახალი იდეებისა და თანამშრომლობისთვის.  რესტორან „მიმინო ტიფლისს“, რომელმაც სტუმრებს უგემრიელესი ალაფურშეტი  და საჩუქრები მოუმზადა, მადლობა რესტორნის ბრენდ-შეფს ბატონ გია აგირბას  @khachapuri_from_gia და ბატონ არიქ მიხაელს გაწეული დახმარებისთვის. 

პრემიერაზე დაანონსდა Prime TV-ის ახალი ფილიალის გახსნა თურქეთში, რაც ჩვენი გუნდისთვის დიდი ნაბიჯია საერთაშორისო მასშტაბით განვითარებისკენ.

ეს მხოლოდ დასაწყისია! გპირდებით, რომ მომავალშიც ბევრ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ. 

მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ, აცხადებს მედია-კომპანია Prime TV-ის დამფუძნებელი ია დოლიძე!

 

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:36
კულტურა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

2025-05-21 08:10
კულტურა

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG

გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები