ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში, მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე კინორეჟისორის შემოქმედების ამსახველი ფოტო მასალები, აფიშები კინოფილმებიდან, ესკიზები, საოჯახო ფოტოსურათები, წერილები და ხელნაწერები იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებელს საშუალება მიეცა, ენახა კოსტიუმი ფილმიდან “გიორგი სააკაძე”, რომელშიც მერაბ კოკოჩაშვილი პაატას როლს ასრულებს, ასევე, რეჟისორის პორტრეტული ხასიათის ინტერვიუ.
გამოფენის პარალელურად, უკვდავთა თაღში კინორეჟისორის და პედაგოგის ხელის ანაბეჭდი გაიხსნა.
გამოფენას, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შედგა, კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე დაესწრო.
მინისტრმა რეჟისორს დაბადების დღე მიულოცა და შემოქმედებითი წარმატება უსურვა.
მერაბ კოკოჩაშვილს 90 წლის იუბილე მიულოცეს სს „ქართული ფილმის“ დირექტორმა ხათუნა ხუნდაძემ და აკადემიკოსმა, თამაზ შილაკაძემ. საღამო გამოფენის კურატორმა, ლალი ხოსიტაშვილმა გახსნა.
2025 წელი „ქართულმა ფილმმა“ მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა. თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, აღდგა მერაბ კოკოჩაშვილის ორი ფილმი - „მიხა“ და „მწვერვალი“.
კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, გამომცემლობა "ბაკმი" მერაბ კოკოჩაშვილის ავტობიოგრაფიულ წიგნს გამოსცემს, ხოლო 24 აპრილს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, რეჟისორის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ნანახია: 266
მსგავსი სიახლეები

„საქართველოს სინფონიეტა“ ფინეთში გაემგზავრა, სადაც 16 აპრილს, ქალაქ რაუმას წმინდა ჯვრის ტაძარში, ბარ
კონცერტი „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის“ მიწვევით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერი

პარიზის წიგნის ფესტივალზე სტუდია „ქართულმა ფილმმა“ ქართული დიაფილმებით შთაგონებული საბავშვო წიგნები
ილუსტრირებული ზღაპარი დიაფილმების გამოსახულებებით, ფრანგულ ენაზე საფრანგეთში მცხოვრებმა ნატალია

პარიზში „გრან პალეში“ (Grand Palais) პარიზის წიგნის ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა
ფესტივალის ოფიციალური გახსნის ფარგლებში, საფრანგეთის კულტურის მინისტრი ქართველ კოლეგას გაესაუბრა

4 აპრილს GÜRTİAD-ის მმართველი საბჭოს წევრის ქ-ნი სევჯიჰან იავუზის გამოფენა გაიმართა
2025 წლის 04 აპრილს GÜRTİAD-ის მმართველი საბჭოს წევრის ქ-ნი სევჯიჰან იავუზის გამოფენა გაიმართა

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი „დინამო არენაზე“ 23 ივლისს გაიმართება
ჯასტინ ტიმბერლეიკი მრავალმხრივი შემსრულებელი, მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია
clickss