VIDEO: სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე "ევროვიზია 2025" საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წელს საქართველოს 22 წლის მარიამ შენგელია წარადგენს.
კონკურსში მონაწილეობის სურვილი 18-მა ქართველმა შემსრულებელმა გამოთქვა და საკუთარი ნამუშევარი წარადგინა. პირველ არხს ასევე სიმღერა გამოუგზავნა 20-ზე მეტმა უცხოელმა კომპოზიტორმა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევანი ქართული მოტივებით და ეროვნული ელემენტებით დატვირთულ პროექტზე შეაჩერა, რომელიც საერთაშორისო კონკურსზე ზუსტად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობას.
მარიამ შენგელია პირველი არხის ორი პროექტის – „საქართველოს ვარსკვლავის“ და „ვოისის“ მონაწილეა. მომღერალი 2020 წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის ბექვოკალისტი იყო. კონკურსი კოვიდპანდემიის გამო გაუქმდა.
სიმღერა Freedom (თავისუფლება) ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის. მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, კოსტუმის დიზაინზე იზა ნადარეიშვილმა, კლიპის მხატვრობაზე კი შაკო პოპიაშვილმა და ნინო წულაიამ იმუშავეს. ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა.
ევროვიზია 2025 შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია ევროპის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარდგება. კონკურსს, ტრადიციულად, პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 782
მსგავსი სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ
ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG
გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება
მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის
clickss