საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა

საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა - მე-16 საუკუნის ორი ნახატი „ქრისტეს ოთხი მოციქული“ და ნატურმორტი „ყვავილები ლარნაკით“.
სამუზეუმო კოლექციების შევსების პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაბრუნებული ნახატები საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ ხელოვნების სასახლის დირექტორთან, გიორგი კალანდიასთან ერთად დაათვალიერა.
საქართველოს კულტურის სამინისტრომ მე-16 საუკუნის უცნობი ვენეციელის ნამუშევარი “ქრისტეს ოთხი მოციქული” იტალიაში, ხოლო მე-17 საუკუნის ნიდერლანდური სკოლის ნიმუში “ლარნაკი ყვავილებით” ბელგიაში, 2024 წლის ბოლოს შეიძინა.
1921 წლამდე სამივე ნამუშევარი საქართველოში იყო. გასაბჭოების შემდეგ, “ქრისტეს ოთხი მოციქული” ოლდენბურგების კოლექციიდან მოგვიანებით იტალიაში აღმოჩნდა. ნამუშევარი ერთი პანოს ორი ნაწილია. რესტავრატორების მიერ დათვალიერების შემდეგ, ნახატები ხელოვნების სასახლეში, გოთურ დარბაზში გამოიფინება. რაც შეეხება მე-17 საუკუნის ნიდერლანდური სკოლის ნიმუშს - “ლარნაკი ყვავილებით”, ნახატს პირველადი გაწმენდა ჩაუტარდა და ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეში გამოიფინა.
საქართველოს კულტურის სამინისტრო განაგრძობს სამუზეუმო კოლექციების შევსების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას.
ნანახია: 306
მსგავსი სიახლეები

„საქართველოს სინფონიეტა“ ფინეთში გაემგზავრა, სადაც 16 აპრილს, ქალაქ რაუმას წმინდა ჯვრის ტაძარში, ბარ
კონცერტი „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის“ მიწვევით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერი

პარიზის წიგნის ფესტივალზე სტუდია „ქართულმა ფილმმა“ ქართული დიაფილმებით შთაგონებული საბავშვო წიგნები
ილუსტრირებული ზღაპარი დიაფილმების გამოსახულებებით, ფრანგულ ენაზე საფრანგეთში მცხოვრებმა ნატალია

პარიზში „გრან პალეში“ (Grand Palais) პარიზის წიგნის ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა
ფესტივალის ოფიციალური გახსნის ფარგლებში, საფრანგეთის კულტურის მინისტრი ქართველ კოლეგას გაესაუბრა

4 აპრილს GÜRTİAD-ის მმართველი საბჭოს წევრის ქ-ნი სევჯიჰან იავუზის გამოფენა გაიმართა
2025 წლის 04 აპრილს GÜRTİAD-ის მმართველი საბჭოს წევრის ქ-ნი სევჯიჰან იავუზის გამოფენა გაიმართა

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი „დინამო არენაზე“ 23 ივლისს გაიმართება
ჯასტინ ტიმბერლეიკი მრავალმხრივი შემსრულებელი, მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია
clickss