რუსთაველის ეროვნულ თეატრსა და აზერბაიჯანის ეროვნულ დრამატულ თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რუსთაველის ეროვნულ თეატრსა და აზერბაიჯანის ეროვნულ დრამატულ თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის თაობაზე კულტურის სამინისტრო იუწყება.
მათი ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიურ ეროვნულ დრამატულ თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი და რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა.
დოკუმენტს ხელი რუსთაველის თეატრის დირექტორ-განმკარგულებელმა გიორგი თევზაძემ და აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის დირექტორმა ილჰამ ასგაროვმა მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია სპექტაკლების შემოქმედებითი გუნდების, რეჟისორების, მსახიობების, სცენის მხატვრების და კოსტიუმების შექმნის ძიება, ერთობლივი პროექტების, ფესტივალების, თეატრალური სემინარების ხელშეწყობა, თეატრებში დადგმული სპექტაკლების მიმართ ევროპისა და მსოფლიო თეატრალური ფესტივალების ინტერესის გაზრდა და სხვა.
ნანახია: 409
მსგავსი სიახლეები

Made in Italy - სავაჭრო ნიშანი, რომელიც სილამაზეს, ხარისხს, ტრადიციებსა და ინოვაციებს აერთიანებს
იტალიის საელჩოს მიერ კომპანია RMG-ს მხარდაჭერით ორგანიზებული წლევანდელი ღონისძიება 8 მაისს გაიმართა

იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონომ გახსნა იტალიელი ფოტოგრაფის და პოეტის, მარიო ლ
საქართველოში იტალიის საელჩოს ძალისხმევა მიმართულია კულტურული დიპლომატიის გასაძლიერებლად

კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის კოლექციისთვის XVIII საუკუნის უნიკ
ეს ხელნაწერი ადასტურებს ქართული ხელოვნების და კულტურის უნიკალურობას და უდიდეს მნიშვნელობას

Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომ
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ ქალბატონ

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ადოლფ ადანის ბალეტი „ჟიზელის“ პრემიერა გაიმართა
სპექტაკლში მონაწილეობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული
clickss