იტალიური სამზარეულოს მე-9 მსოფლიო კვირეული 17 ნოემბერს ემოციური და ხალისიანი ღონისძიებით დაიწყო
იტალიური სამზარეულოს მე-9 მსოფლიო კვირეული 17 ნოემბერს ემოციური და ხალისიანი ღონისძიებით დაიწყო.
„იტალიის საელჩოს მიერ კამპანიის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შემდეგ, რომლებიც ხელოვნებასა და საგანმანათლებლო სფეროსთან იყო დაკავშირებული, გადავწყვიტეთ, რომ ამ პროექტის მესამე ნაწილი გასტრონომიის კუთხით იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო რეგიონის - კამპანიის - სამზარეულოსთვის მიგვეძღვნა“, - აღნიშნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ.
კვირეულის გახსნითი ღონისძიება, რომელიც ჩვენი საელჩოს მიერ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) თბილისის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ჩატარდა, იტალიური სამზარეულოს სიმბოლოდ ქცეულ კერძს, პიცას და იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში ჩართულ ნეაპოლური პიცის მომზადების ხელოვნებას მიეძღვნა. ექსპოჯორჯიაში გამართული ღონისძიება მოიცავდა პიცის ცომის მომზადების მასტერკლასს, რომელიც სახელგანთქმული ფქვილის მწარმოებელი იტალიური კომპანია Molino Casillo-ს წარმომადგენლებმა ჩაატარეს, შეჯიბრს საქართველოს დედაქალაქის პიცერიების პროფესიონალ მზარეულებს შორის და სხვადასხვა სახეობის პიცის დეგუსტაციას.
დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://www.facebook.com/AmbasciataTbilisi/posts/pfbid036jnbHDRbPdcfjp9i
8sjXBtzf79RoA1CddFjBvNPo9Rf2YJJHG7eu4Y3kJ3sxGBsBl?rdid=SjknPDyt3MVgnxgz&share_url=https%3A%2F%
ნანახია: 248
მსგავსი სიახლეები
clickss