იტალიის საელჩო: იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვედრა სტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს წევრებთან
იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო შეხვდა სტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს წევრებს, ხათუნა ხუნდაძეს, მერაბ კოკოჩაშვილს და გიორგი ხარებავას. „ქართული ფილმი“ ერთ-ერთი უძველესი კინოკონცერნია. მისი დაარსებიდან (1921წ.) გადაღებულია 800-ზე მეტი სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სატელევიზიო და
მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 1600-მდე დოკუმენტური და 600-მდე ანიმაციური ფილმი.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კინემატოგრაფისტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, პროდიუსერებსა და დარგის სპეციალისტებს შორის შეხვედრები და ერთობლივი ინიციატივები განიხილეს.
ცნობილმა ქართველმა რეჟისტორმა და სცენარისტმა მერაბ კოკოჩაშვილმა ელჩს გააცნო თავისი ახალი კინოსურათი „ტერცო მონდო“, რომელიც გაისად ბერლინის კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.
მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორმა ხათუნა ხუნდაძემ იტალიის ელჩთან 2025 წლის ფესტივალში იტალიური მონაწილეობის შესახებ იმსჯელა (შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ფესტივალზე ლეგენდარული იტალიელი ალპინისტის, მკვლევარისა და რეჟისორის, რეინოლდ მესნერის საპატიო სტუმრობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა).
დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე:
https://www.facebook.com/AmbasciataTbilisi/posts/pfbid02EpWZMHmk7YGQc
NechbhQSFYYA9a3jwGTyecD63SvAbWGV6kERzuvNcDG4FTaYPKGl?rdid=lqJpHiXNHz7pvOxp
ნანახია: 244
მსგავსი სიახლეები
clickss