ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture პროექტი უმასპინძლებს ფესტივალს “EU4Culture Network Festival: CITY STORIES, DIVERSE VOICES”
20-21 სექტემბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture პროექტი უმასპინძლებს ფესტივალს “EU4Culture Network Festival: CITY STORIES, DIVERSE VOICES”, გორში, გორის ხელოვნების სახლში. ორდღიანი ღონისძიების მიზანია, წარმოაჩინოს EU4Culture პროექტის შედეგები და მათი გავლენა საქართველოს კულტურის და შემოქმედებით სექტორზე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება EU4Culture მობილობის პროგრამის ბენეფიციარების ნამუშევრები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები და ერთობლივი შემოქმედებითი ინიციატივები საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა ქვეყანას შორის.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება EU4Culture მობილობის პროგრამის ბენეფიციარების ნამუშევრები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები და ერთობლივი შემოქმედებითი ინიციატივები საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა ქვეყანას შორის. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 25-მდე ქართველი ხელოვანი და კულტურის სფეროს წარმომადგენელი, ასევე, მონაწილეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან და უკრაინიდან. ფესტივალის პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს, მათ შორის გამოფენებს, მუსიკალურ და ცეკვის წარმოდგენებს, პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს, მასტერკლასებს, ფილმების ჩვენებას და სხვა. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის სრული პროგრამის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://www.flipsnack.com/6E57DF5569B/eu4culture-network-festival-program_geo/full-view.html
EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4-წლიანი პროექტია კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად, განსაკუთრებული აქცენტით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებზე. პროექტს EU4Culture ახორციელებენ: გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
ნანახია: 432
მსგავსი სიახლეები
clickss