იორდანიაში საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს კულტურის მინისტრების შეხვედრა გაიმართა
კულტურა
23-07-2024 11:58
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, სადაც კულტურის მინისტრ ჰაიფა ნაჯარის შეხვდა.
კულტურის მინისტრებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისა და კულტურული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის დაცვაზე.
შეხვედრაზე მასპინძელთა შეთავაზებით დაიგეგმა არქეოლოგიური ძეგლების მონახულება, სადაც მომავალში ერთობლივი საქმიანობის დაწყება შეიძლება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში გამართულ ჯერაშის კულტურულ ფესტივალში, რომელიც მეფე აბდულა II-ის გამეფების 25 წლის იუბილეს ეძღვნება. ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ხელოვნებას ღირსეულად წარმოაჩენს აჭარის რეგიონის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“.
შეხვედრის ბოლოს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს კულტურის მინისტრი ჰაიფა ნაჯარი საქართველოში მოიწვია.
ნანახია: 413
მსგავსი სიახლეები
clickss