თურქმენეთის ელჩი საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა
2024 წლის 26 ივნისს გაიმართა შეხვედრა თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დ. სეიტმამედოვსა და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს ი. ბაღათურიას შორის.
შეხვედრისას მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს თურქმენეთ-საქართველოს ურთიერთობების აქტიური ზრდა ყველა სფეროში, განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კულტურულ გაცვლებს მნიშვნელოვანი და დადებითი წვლილი შეაქვს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველ თანამშრომლობაში.
ელჩმა აღნიშნა, რომ თურქმენეთში და მის ფარგლებს გარეთ დიდი თურქმენი პოეტის და ფილოსოფოსის მაახტუმკული ფრაგის 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება.
ი.ბაღათურიამ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა თურქმენულ მხარეს აშხაბადში მახტუმკული ფრაგისა და შოთა რუსთაველის ძეგლების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობისთვის. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ დიდი თურქმენი პოეტისადმი მიძღვნილი ერთობლივი კულტურული ღონისძიებები საქართველოში მთელი წლის განმავლობაში გაიმართება.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს თურქმენეთის კულტურის დღეების საქართველოში ჩატარების საკითხები. მათ გამოთქვეს რწმენა, რომ ეს ხელს შეუწყობს თურქმენული ხალხის ეროვნული კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის, ისტორიის პოპულარიზაციას, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შემდგომ გამდიდრებას, მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას ორ ქვეყანასა და ხალხს შორის.
ნანახია: 626
მსგავსი სიახლეები
clickss