2024-09-20

03:56

თბილისის აზერბაიჯანულმა, პროფესიულმა, სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა საქართველოს რეგიონებში თეატრალური ტურნე დაიწყო!

კულტურა
07-06-2024 10:20

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანულმა, პროფესიულმა, სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში, თეატრალური ტურნე გამართა.

თეატრალური ტურნეს ფარგლებში, საგასტროლოდ მოგზაურობა სპექტაკლებით ფარვინ ნურალიევას "არ იტირო როცა მოვკვდები" და აზიზ ნესინის "მომკალ მომკალ ჩემო კარგო" იქნება წარმოდგენილი.

7 მაისს 16:00 საათზე ქ. მარნეულში კულტურის ცენრში გაიმართა ფარვინ ნურალიევას "არ იტირო როცა მოვკვდები"-ს მოტივებზე დადგმული სპექტაკლის ჩვენება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია თურგაი ველი-ზადე.

13 მაისს 16:00 საათზე ქ. გარდაბნის კულტურის ცენრში ჩატარდა აზიზ ნესინის "მომკალ მომკალ ჩემო კარგო" - ს მოტივებზე დადგმული სპექტაკლის ჩვენება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გიორგი აფხაზავა.

4 ივნისს 18:00 საათზე ქ. ბოლნისის თეატრში გაიმართა ფარვინ ნურალიევას "არ იტირო როცა მოვკვდები"-ს მოტივებზე დადგმული სპექტაკლის ჩვენება. დამდგმელი რეჟისორი თურგაი ველი-ზადე. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია თურგაი ველი-ზადე.

საქართველოს კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისის აზერბაიჯანული, პროფესიული, სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტრაკლების ჩვენებამ სრული ანშლაგის პირობებში ჩაიარა. მათ მაყურებლების უდიდესი მოწონება და სიყვარული დაიმსახურეს და შეკრებილი "პუბლიკა" არც "აპლოდისმენტებს" იშურებდნენ თეატრალური დასის მისამართით.

თეატრის პროფესიონალი ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ თბილისის აზერბაიჯანული, პროფესიული, სახელმწიფო დრამატული თეატრი საქართველოს კულტურის ეროვნული მონაპოვარია და იგი ემსახურება ქართული მრავალენოვანი და მრავალწახნაგოვანი საზოგადოებრივი კულტურული მემკვიდრეობის კიდევ უფრო განვითარების საქმეს.

მსგავსი სიახლეები

2024-09-18 16:13
კულტურა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture პროექტი უმასპინძლებს ფესტივალს “EU4Culture Network Festiv

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება EU4Culture მობილობის პროგრამის ბენეფიციარების ნამუშევრები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცი

2024-09-08 11:46
კულტურა

ვენეციის კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმს „აპრილი“ ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა

ფილმი სოფლის მეან-გინეკოლოგ ნინაზე (ია სუხიტაშვილი) მოგვითხრობს, რომელიც არალეგალურ აბორტებს უკეთებს სიღარიბეში მცხოვრებ

2024-08-27 11:44
კულტურა

გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური სამუშაოების დროს ნაპოვნია ძვ. წ. VII საუკუნეში გარდაცვლილი ქალის სამა

ამჟამად მიმდინარეობს გათხრები I, III, IV და V ტერასებზე. ასევე, მიმდინარეობს პირველ ტერასაზე N4 თხრილში მდებარე N1-N2 სახლების

2024-08-22 11:17
კულტურა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მეთერთმეტე სეზონს აღნიშნავს

კლასიკური მუსიკის ფესტივალი მსმენელს წელსაც მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ

2024-08-15 12:00
კულტურა

იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგ

მინისტრმა ქალაქ კარაკში შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტრის ადგილი მიმდინარე წლის ივლისში მოინახულა.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები