2024-12-24

20:10

სიღნაღში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა - „ბავშვები ქართულ მხატვრობაში“ - გაიხსნა

კულტურა
30-05-2024 10:35
სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა - „ბავშვები ქართულ მხატვრობაში“ - გაიხსნა!
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ინიციატივითა და ორგანიზებით სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა რეტროსპექტული გამოფენა - „ბავშვები ქართულ მხატვრობაში“. გამოფენა ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო, რომელზეც წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული საბავშვო თემაზე შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. საგულისხმოა, რომ საზოგადოებას აქამდე არ ჰქონია ზოგიერთი ნამუშევრის გამოფენებზე ხილვის შესაძლებლობა.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს ფონდის მხარდაჭერით 500-ამდე ბავშვი კახეთის რეგიონიდან სრულიად უსასყიდლოდ შეძლებს გამოფენის დათვალიერებას.
გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი,
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სიღნაღის სამხატვრო სტუდიისა და საჯარო სკოლის მოსწავლეები.
პროექტის იდეის ავტორია ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ანა ალავერდაშვილი. გამოფენის კურატორები არიან ირინე აბესაძე და მარიამ დვალი.
მსოფლიოში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით საქართველოში მოღვაწე მხატვრებმაც შექმნეს ბავშვთა სახეების გამორჩეული გალერეა. გამოფენის კონცეფცია და მიზანი სწორედ სახვით ხელოვნებაში ბავშვებისა და ბავშვობის უნიკალური ფენომენის მიმართ საზოგადოების გამორჩეული დამოკიდებულების წარმოჩენაა - ბავშვი ხომ სამყაროს მარადიულობის სიმბოლოა და უფროსი თაობის უპირველესი მოვალეობაა მასზე იზრუნოს და განვითარებისათვის უსაფრთხო გარემო შეუქმნას.
ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფერწერისა და გრაფიკის, ასევე, დასავლეთის ქვეყნების ხელოვნების ფონდებიდან გამოფენაზე წარმოდგენილია შემდეგი ნამუშევრები:
* უცნობი მხატვარი - „მჭედლიშვილების ოჯახი“;
* ალექსანდრე ბერიძე - „სალამურზე დამკვრელი ბიჭი“;
* ალექსანდრე ბერიძე - „გოგონა წინდას ქსოვს“;
* ალექსანდრე მრევლიშვილი - „დაბალი ღობე“;
* ალექსანდრე მრევლიშვილი - „სოფლის კანცელარიასთან“;
* ნიკო ფიროსმანაშვილი - „დედა-შვილი“;
* ნიკო ფიროსმანაშვილი - „მამა-შვილი“;
* ნიკო ფიროსმანაშვილი - „გოგონა წითელი საჰაერო ბურთით“;
* ნიკო ფიროსმანაშვილი - „ბიჭი საგზლით“;
* ნიკო ფიროსმანაშვილი - „პატარა კინტო“;
* დავით გურამიშვილი - „აღმოსავლური ქალაქის კუთხე“;
* იოსებ სუმბათაშვილი - „ლოჟაში“;
* მოსე თოიძე - „დიდედა შვილიშვილებით“;
* მოსე თოიძე - „აი, ზიზია ხალათი“;
* ქეთევან მაღალაშვილი - „გოგონას პორტრეტი“;
* შალვა ქიქოძე - „დღეობა (ბახუსი)“;
* ვალერიან სიდამონ-ერისთავი - „გადარჩენის გზა“;
* თეოდორ ჰორშელტი - 1. „თავადი ლევან მხეიძე ბავშვობაში (წითელ ჩოხაში)“; 2. „ბიჭი ჩოხაში“; 3. „ოჩამჩირელი“; 4. „თავადი მიხეილ შერვაშიძე“;
* ოსკარ შმერლინგი - საყმაწვილო ჟურნალ „ნაკადულის“ ყდა;
* ანტონ გოგიაშვილი - „ჩურჩხელის ტკბილში ამოვლება“;
* ანტონ გოგიაშვილი - „ჩალის გამყიდველი ბიჭი“;
* სერგო ქობულაძე - „საკონცენტრაციო ბანაკი/ჩრდილოეთ კავკასიის ომის დროს“;
* სევერიან მაისაშვილი - „ლიანდაგის დაგება“;
* დავით კაკაბაძე - „ლუქსემბურგის ბაღში“;
* მოსე თოიძე - „პეიზაჟი/სოფლის ხედი“;
* ფელიქს ვარლამიშვილი - „დღეობა“;
* პეტრე ბლიოტკინი - „ქალი ბავშვით“;
* დიმიტრი ერისთავი - „გაზაფხული“;
* ირაკლი ოჩიაური - „დედობა“;
* დინარა ნოდია - „მოსავლის დღესასწაული“.
ხაზგასასმელია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან 22 ნახატს ამ გამოფენისთვის ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით განუახლდა ჩარჩო და რესტავრირდა, რისთვისაც კულტურის სამინისტრო და ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ორგანიზაციის მადლიერია. აღსანიშნავია, რომ ექსპონატების განახლებაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრატორებმაც მიიღეს მონაწილეობა.
გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე სიღნაღის სამხატვრო სტუდიისა და საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა პოეტი და ჟურნალისტი ლინა ბარათაშვილი. მან ბავშვებს საჩუქრად გადასცა თავისი წიგნი - „საქართველოში იბადებოდნენ“.
ინფორმაციისთვის: პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვის მასტერკლასის ჩატარება, რომელსაც გამოფენის კურატორი ირინა აბესაძე გაუძღვება. მასტერკლასში მონაწილეობას მიიღებენ პედაგოგები გურჯაანიდან, საგარეჯოდან, დედოფლისწყაროდან და სიღნაღიდან.
სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოფენა 23 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

2024-12-18 11:46
კულტურა

როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის - „სხვისი შვილების“ - აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემი

ქართული კინოშედევრის ჩვენება ფესტივალის ერთ-ერთი სექციის - Cinema Regained-ის ფარგლებში მოეწყობა.ფილმის რესტავრირებული

2024-12-13 13:55
კულტურა

ევროკავშირის სპეციალური პრიზი, „ადამიანის უფლებები კინოში“, ორ ქართულ ფილმს გადაეცა

საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში პრიზი გადაეცა რეჟისორ ელენე მიქაბერიძის ფილმს „ლურჯი მოცვი“, რეჟისორის

2024-11-18 16:10
კულტურა

იტალიური სამზარეულოს მე-9 მსოფლიო კვირეული 17 ნოემბერს ემოციური და ხალისიანი ღონისძიებით დაიწყო

კვირეულის გახსნითი ღონისძიება, რომელიც ჩვენი საელჩოს მიერ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) თბილისის

2024-11-13 13:27
კულტურა

#SCIM2024, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული (2024 წლის 16-22 ნოემბერი)

იტალიური სამზარეულოს - მემკვიდრეობის, რომელიც ცოდნასა და ტრადიციებს აერთიანებს და ჩვენი

2024-11-13 12:51
კულტურა

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ილია თოფურიაზე გადაღებული დოკუმენტური ფ

ჩვენების დაწყებამდე ახალგაზრდა სპორტსმენებს შალვა გოგოლაძემ, ლაშა მაჭავარიანმა და ილია თოფურია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები