2025-07-09

02:59

Culture Moves Europe: საქართველოში რეზიდენტების მასპინძელი ორგანიზაცია შეირჩა

კულტურა
29-03-2024 13:09

პროექტის, „ევროპას კულტურა ამოძრავებს“ (Culture Moves Europe), მიერ გამოცხადებული რეზიდენტების მასპინძლობის მეორე კონკურსის 114 გამარჯვებულს შორის ქართული ორგანიზაციაც მოხვდა. 

ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კონკურსის მთელი ბიუჯეტი 1.8 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს. ამასთან, თითოეული გრანტის მოცულობა განისაზღვრება პროექტის ხანგრძლივობით (22-იდან 229 დღემდე) და მოწვეული ხელოვანების რაოდენობით.

შერჩეული პროექტები უმასპინძლებს 449 ხელოვანსა და კულტურის სფეროს პროფესიონალს შემოქმედებითი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი კონკურსის მეორე ფაზის განმავლობაში შეირჩევიან.

რეზიდენტურის პროექტები შემოქმედებითი ევროპის 35 ქვეყანაში განხორციელდება.

ყველაზე დიდი რაოდენობით პროექტი ვიზუალური ხელოვნების, მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროებიდან შეირჩა. კულტურული მემკვიდრეობის, დიზაინისა და მოდის დიზაინის, ლიტერატურის და არქიტექტურის მიმართულებით შერჩეული პროექტები საერთო ჯამში სრული სიის 30%-ზე ოდნავ მეტს შეადგენს. შერჩეული მასპინძლების მესამედის მიერ წარდგენილი პროექტები „ახალი ევროპული ბაუჰაუსის“ ინიციატივასთანაა დაკავშირებული.

საქართველოდან შერჩეული მასპინძელი ორგანიზაციის, საქართველოს ეროვნული ფონდის პროექტი ლიტერატურის სფეროში განხორციელდება.

მასპინძლებმა 15 ივნისამდე უნდა შეარჩიონ ხელოვანები, რომელთაც პროექტების განსახორციელებლად მოიწვევენ. ამასთან, პირველი პროექტები აპრილის პირველი ნახევრიდანაც შეიძლება დაიწყოს. 

პროექტებში მონაწილეობით დაინტერესებული ხელოვანებისათვის მასპინძელ ორგანიზაციებთან დასაკავშირებელი ონლაინშეხვედრები 5 და 12 აპრილს გაიმართება. 

ამჟამად პროექტს, Culture Moves Europe, გამოცხადებული აქვს რეზიდენტების მასპინძლობის მესამე კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა შემოქმედებითი ევროპის 40 ქვეყნიდან ნებისმიერში რეგისტრირებულ და დაფუძნებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ. თითოეულ ორგანიზაციას 22-იდან 180 დღემდე ხანგრძლივობის რეზიდენტურის პროექტების განსახორციელებლად მაქსიმუმ 5 ხელოვანისა თუ კულტურის სფეროს პროფესიონალის მასპინძლობა შეუძლია.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

რეზიდენტების მასპინძლობის მესამე კონკურსი 

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:36
კულტურა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

2025-05-21 08:10
კულტურა

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG

გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები