ანსამბლი „რუსთავი“ იაპონიაში ტოჩინოშინის კარიერის დასრულების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე წარსდგა
კულტურა
05-02-2024 10:57
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ანსამბლი „რუსთავი“ იაპონიაში ტოჩინოშინის კარიერის დასრულების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე წარსდგა.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა“ ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის), კარიერის დასრულებისადმი მიძღვნილ მიღებაზე კულტურული პროგრამა წარადგინა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე იოსებ ბაღათურიამ. მან ისაუბრა ტოჩინოშინის ბრწყინვალე კარიერაზე, მადლობა გადაუხადა მას იაპონიაში საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის და წარმატებები უსურვა.
ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის) კარიერის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ანსამბლმა „რუსთავმა“.
მან ქართული მრავალხმიანობის ნიმუშები და გამორჩეული ქართული ცეკვები შეასრულა.
ნანახია: 549
მსგავსი სიახლეები
clickss