ტრაპიზონში ქართული კულტურის სახლის გახსნა იგეგმება
ტრაპიზონის ართვინის ასოციაციის პრეზიდენტი აჰმედ კულექჩი და გამგეობის წევრები თავის ოფისში საქართველოს ტრაპიზონის გენერალურ კონსულს ნიკოლოზ იაშვილს შეხვდნენ.
სტუმრებმა კონსულს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვეს.
ასოციაციის პრეზიდენტმა აჰმედ კულეკჩიმ განაცხადა, რომ როგორც ტრაპიზონის ართვინის ასოციაცია, მათ ყველა პროცესში კარგი და პოზიტიური დიალოგი დაამყარეს საქართველოს ტრაპიზონის გენერალურ საკონსულოსთან და მადლობა გადაუხადეს გენერალურ კონსულ იაშვილს კეთილი და გულწრფელი მასპინძლობისთვის.
მისივე თქმით, ისინი ყოველთვის მზად არიან, თავისი წვლილი შეიტანონ თურქეთსა და საქართველოს შორის კომერციულ-კულტურულ და ტურისტულ თანამშრომლობის განვითარებაში.
აჰმედ კულექჩიმ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია ტრაპიზონში ქართული კულტურის სახლის გახსნა.
საქართველოს გენერალურმა კონსულმა ტრაპიზონში ნიკოლოზ იაშვილმა მადლობა გადაუხადა ტრაპიზონის ართვინის ასოციაციის პრეზიდენტს და წევრებს და განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანია თურქეთ-საქართველოს მეგობრობის განმტკიცების საქმეში.
ნანახია: 745
მსგავსი სიახლეები
clickss