2024-12-29

11:31

თბილისში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე - „მახტუმკული ფრაგი - შთაგონების წყარო“

კულტურა
23-01-2024 17:14

2024 წლის 23 იანვარს, საქართველოში თურქმენეთის საელჩომ გამართა მრგვალი მაგიდა, რომელიც ეძღვნებოდა 2024 წლის დევიზის თურქმენეთში: „მაგთიმგულ ფრაგი - შთაგონების წყარო“.

სიტყვით გამოსვლისას თურქმენეთის ელჩმა საქართველოში დ. სეიტმამედოვმა განაცხადა, რომ 2024 წელს აღმოსავლეთის დიდი პოეტისა და მოაზროვნის, თურქმენული კლასიკური ლიტერატურის ფუძემდებლის, მახტუმკული ფრაგის დაბადებიდან 300 წლისთავი აღინიშნება, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ფასდაუდებელი ეროვნული საგანძური.

თურქმენეთის ელჩმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ამ თარიღისთვის დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა.

სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ გამოიცა თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის წიგნი „ახალგაზრდობა სამშობლოს მხარდაჭერაა“, რომელიც ეძღვნება 2023 წლის შედეგებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს თურქმენეთის პრეზიდენტი წარმატებით აგრძელებს თურქმენეთის ხალხის ეროვნული ლიდერის მიერ დაწყებულ საქმეს, რათა გაზარდოს ახალგაზრდობის როლი სახელმწიფოს მშენებლობაში, რომელთანაც დაკავშირებულია ქვეყნის ბედნიერი აწმყო და ნათელი მომავალი.

მრგვალი მაგიდის მონაწილეთა გამოსვლებში ხაზგასმული იყო მსგავსი ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობა ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურათაშორისი კავშირების განმტკიცებაში. კერძოდ, საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა, პროფესორმა ბადრი ნაჭყებიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თანამედროვე თურქმენულ-ქართული სახელმწიფოთაშორისი დიალოგის განუყოფელი კომპონენტია კულტურული და ჰუმანიტარული სფერო, სადაც თურქმენეთსა და საქართველოს აქვთ ერთობლივი საქმიანობისა და შემოქმედებითი თანამშრომლობის შესანიშნავი ტრადიციები.

ონლაინ გამოცემა Geoecohub-ის მთავარმა რედაქტორმა ლიანა ჟორჟოლიანმა განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ საიუბილეო ღონისძიებები ხელს შეუწყობს სიტყვისა და ფილოსოფიის გამოჩენილი ოსტატის მახტუმკული ფრაგის მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობის შემდგომ შესწავლას და ფართო პოპულარიზაციას მსოფლიოში.

მრგვალი მაგიდის დასასრულს, მონაწილეებს ჩვენეს მახტუმკული ფრაგისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ პირველი არხის, TV-24-ის, The Georgian Business Week-ის ჟურნალისტები, საინფორმაციო სააგენტოები News Day Georgia, Inter Press News, ონლაინ გამოცემა Geoecohub, გაზეთები „რეზონანსი“, „მრავალეროვნული საქართველო“, „თავისუფალი საქართველო“, „კომსომოლსკაია პრავდა“.

მსგავსი სიახლეები

2024-12-18 11:46
კულტურა

როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის - „სხვისი შვილების“ - აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემი

ქართული კინოშედევრის ჩვენება ფესტივალის ერთ-ერთი სექციის - Cinema Regained-ის ფარგლებში მოეწყობა.ფილმის რესტავრირებული

2024-12-13 13:55
კულტურა

ევროკავშირის სპეციალური პრიზი, „ადამიანის უფლებები კინოში“, ორ ქართულ ფილმს გადაეცა

საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში პრიზი გადაეცა რეჟისორ ელენე მიქაბერიძის ფილმს „ლურჯი მოცვი“, რეჟისორის

2024-11-18 16:10
კულტურა

იტალიური სამზარეულოს მე-9 მსოფლიო კვირეული 17 ნოემბერს ემოციური და ხალისიანი ღონისძიებით დაიწყო

კვირეულის გახსნითი ღონისძიება, რომელიც ჩვენი საელჩოს მიერ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) თბილისის

2024-11-13 13:27
კულტურა

#SCIM2024, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული (2024 წლის 16-22 ნოემბერი)

იტალიური სამზარეულოს - მემკვიდრეობის, რომელიც ცოდნასა და ტრადიციებს აერთიანებს და ჩვენი

2024-11-13 12:51
კულტურა

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ილია თოფურიაზე გადაღებული დოკუმენტური ფ

ჩვენების დაწყებამდე ახალგაზრდა სპორტსმენებს შალვა გოგოლაძემ, ლაშა მაჭავარიანმა და ილია თოფურია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები