საქართველო ევროკავშირის 2024 წლის თანამედროვე არქიტექტურის კონკურსის მოკლე სიაში მოხვდა
თბილისის ურბანული ტყე (ნარიყალას ქედის ტყე), საქართველო, გახდა 40 ნამუშევრიდან ერთ-ერთი, რომელიც შერჩეული იქნა 20 სხვადასხვა ქვეყნის 362 ნომინაციიდან თანამედროვე არქიტექტურის/Mies van der Rohe Awards-ის (EUmies Awards) ჟიურის მიერ.
ჯილდოები ყოველ მეორე წელს გადაეცემა შემოქმედებითი ევროპის მონაწილე ქვეყნების არქიტექტორების მიერ წინა ორი წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებს. ისინი აღიარებენ და აფასებენ მათ სილამაზეს და ინოვაციებს არქიტექტურის სფეროში.
ნარიყალას ბოტანიკური ბაღი /The Narikala Botanical Garden/ მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში. იგი შეიქმნა მე-20 საუკუნის შუა წლებში საბჭოთა ბიოლოგების მიერ, რომლებმაც ქალაქის გაგრილებისთვის და ეროზიის შესამცირებლად, დარგეს ფიჭვის მონოკულტურები. სამწუხაროდ, ხანდაზმულმა პლანტაციებმა მნიშვნელოვანი დაღუპვა განიცადა მავნებლებისა და სოკოებისგან, რაც წარმოადგენს ხანძრის საშიშროებას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საშიშროებას.
2020 წელს, ქალაქმა თბილისმა წამოიწყო პროექტი თბილისის ურბანული ტყის ენდემური და კლიმატთან ადაპტირებული სახეობების ბიომრავალფეროვნების პალიტრით დასახლების მიზნით. ნარიყალაში შეიქმნა და გამოჩნდა ტყის გაშენების ახალი მიდგომა, რომელიც აერთიანებს ეკოლოგიას, ტექნოლოგიას და ესთეტიკას.
თებერვლის თვეში, EUmies ჟიური გამოავლენს ფინალისტებს. შემდეგ ჟიურის წევრები დაათვალიერებენ ამ ნამუშევრებს და მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. აპრილში გამოვლინდება არქიტექტურისა და ურბანული პროექტების გამარჯვებულების ვინაობა, ხოლო დაჯილდოების ცერემონია მაისში, ბარსელონაში, Mies van der Rohe Pavilion-ში გაიმართება.
არქიტექტურის პრიზის მფლობელი და განვითარებადი არქიტექტურის პრიზის მფლობელი მიიღებს ჯილდოს და, შესაბამისად, 60 000 და 30 000 ევროს.
უფრო მეტის გასაგებად, გაეცანით პრეს-რელიზს:
ნანახია: 609
მსგავსი სიახლეები
clickss