Wizz Air ვენის აეროპორტიდან გადის - ფრენები შეწყდება ვენიდან ქუთაისის მიმართულებითაც
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ვენის აეროპორტიდან გადის. ავიაკომპანია მიზეზად აეროპორტის მაღალ გადასახადებს ასახელებს.
ვენის აეროპორტიდან ავიაკომპანიის გასვლა ორ ფაზად განხორციელდება:
- 2025 წლის 26 ოქტომბერს ავიაკომპანია ვენის აეროპორტიდან გაიყვანს ორ ბაზირებულ თვითმფრინავს და ფრენებს შეწყვეტს ბილბაოსა და ლონდონის გატვიკის მიმართულებით.
- 2026 წლის 15 მარტს კი გაიყვანეს დარჩენილ 3 ბაზირებულ თვითმფრინავს და ფრენებს შეაჩერებს ვენიდან ყველა მიმართულებით, მათ შორის, ქუთაისის.
"ეს იყო რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება ჩვენი ბიზნესის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის დასაცავად", - ამბობს Wizz Air Malta-ს მმართველი დირექტორი მაურო პენედა.
Wizz Air-მა ვენაში ბაზა 2018 წელს გახსნა. ეს არის ავიაკომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზა ცენტრალურ ევროპაში.
ნანახია: 774
მსგავსი სიახლეები
ქართველები ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ
ქართველები ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ
ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცი
ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცია და დიაბეტური რეტინოპათიის მართვა“
34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელე
34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელები გამოავლინა
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა
clickss