წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა
გუშინ დაიწყო წინანდლის ფესტივალი, რომელიც ცნობილი ქართველი მწერლის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ მამულში ყოველწლირად იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ბრწყინვალე მუსიკოსებს მასპინძლობს. წლევანდელი ფესტივალი, რომელიც თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს იტალიელი დირიჟორის მონაწილეობით შესანიშნავ კონცერტებს სთავაზობს.
„კულტურული დიპლომატია იტალიის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. იტალიის ძლიერი მხარე არა მხოლოდ მისი ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობა, არამედ ის გამორჩეული ადამიანებიცაა, რომლებიც ჩვენი კულტურის ჭეშმარიტი ელჩები არიან. კულტურა ხომ უნივერსალური საშუალებაა მშვიდობის გზავნილის გასავრცელებლად, დიალოგის ხელშესაწყობად და ხალხებს შორის ხიდების ასაგებად“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონის დაწყებამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე დამსწრე ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს.
ფესტივალის გახსნით კონცერტზე, სადირიჟორო პულტთან იდგა საქართველოში კარგად ცნობილი იტალიელი დირიჟორი, ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორი, ლონდონის და ისრაელის სიმფონიური ორკესტრების მთავარი მოწვეული დირიჟორი და წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა. მისი დირიჟორობით პან-კავკასიურმა ახალგაზრდულმა ორკესტრმა, სოლისტთან, ნიჭიერ პიანისტ ბეჰზოდ აბდურაიმოვთან ერთად ჩიაკოვსკისა და შოსტაკოვიჩის მუსიკა შეასრულა.
მსმენელს კიდევ ორი შეხვედრა ელის იტალიელ მაესტროსთან, რომელიც წინანდლის ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტებზე პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს უდირიჟორებს: 7 სექტემბერს ბრწყინვალე მუსიკოსების, მარკ ბუშკოვისა (ვიოლინო) და მიშა მაისკის (ვიოლონჩელო) შესრულებით ბრამსისა და ბეთჰოვენის მშვენიერი მუსიკა აჟღერდება, 10 სექტემბრის კონცერტის სოლისტი კი შესანიშნავი პიანისტი ნიკოლაი ლუგანსკი იქნება.
ნანახია: 514
მსგავსი სიახლეები
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"
clickss