2025-10-13

21:03

ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC-ის მედალოსანი ქართული ღვინოების დეგუსტაცია UK Sommelier of the Year 2025-ზე გაიმართა

საზოგადოება
12-07-2025 12:25

8 ივლისს, ლონდონში, UK Sommelier of the Year 2025 (დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სომელიეს შესარჩევი კონკურსი 1980 წლიდან ტარდება ლონდონში) ღონისძიების ფარგლებში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC-2025 გამარჯვებული ქართული ღვინოების გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა. 


კონკურსის გამარჯვებული ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ქართული ღვინოები ლონდონში უკვე მეორედ იყო წარდგენილი. პირველად, 2024 წლის მაისში, London Wine Fair-ის ღონისძიებაზე IWSC-მა 100-ზე მეტ მედალოსან ღვინოს უმასპინძლა. წელს კი დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სომელიეს შესარჩევი ონკურსის დასკვნით ეტაპზე, ქართული ღვინის წარმოდგენილი ნიმუშები მაღალი შეფასებების მიხედვით შეირჩა. გამოფენა-დეგუსტაციის ფარგლებში დამსწრეებმა ქართველი მეღვინეების მიერ შექმნილი მედალოსანი ღვინოები დააგემოვნეს. 


ღონისძიების ფარგლებში  IWSC-მა ღვინის დეგუსტაციის სესია გამართა, რომელსაც ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა. ქართული ღვინის გაცნობასა და შეფასებას ბრიტანელი ბაიერები, სომელიეები, რესტორატორები და ასობით სტუმარი დაესწრო.


საქართველოში ჩატარებული კონკურსის IWSC 2025 Wine and Spirits Judging in Georgia-ს გამარჯვებული ღვინოები IWSC-ის ექსკლუზიურ სივრცეში იყო წარმოდგენილი. 


ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.


აღსანიშნავია, რომ UK Sommelier of the Year 2025-ზე წლის საუკეთესო სომელიეს ტიტული ბერძენმა უფროსმა სომელიემ მარია ბუმპამ მოიპოვა, კონკურსში მონაწილეობა ქვეყნის 40-მა პროფესიონალმა მიიღო.  

 

UK Sommelier of the Year დიდი ბრიტანეთის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომელიც აფასებს სომელიეთა პროფესიონალიზმსა და უნარს ქვეყნის მასშტაბით. მას ყოველწლიურად ესწრება ღვინის ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები: ბაიერები, სომელიეები და ღვინის მაგისტრები.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1696

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:31
საზოგადოება

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

2025-10-06 12:51
საზოგადოება

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"

2025-10-06 12:06
საზოგადოება

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქს

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტესა და ხარისხს

2025-10-06 11:15
საზოგადოება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას იწყებს

2025-10-04 14:52
საზოგადოება

ილია მეორემ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა

ილია მეორემ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები