ევროკავშირის ახალი საინფორმაციო პუნქტი საქართველოს ქალაქ ახალციხეში გაიხსნა
4 აპრილს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ახალციხეში ოფიციალურად გახსნა ევროკავშირის ახალი საინფორმაციო პუნქტი. სივრცის მიზანია დაუახლოვოს ევროკავშირი მოქალაქეებს საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
საინფორმაციო პუნქტი იქნება პლატფორმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და მედიისთვის, რათა ისინი ჩაერთონ ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებში, ჰქონდეთ წვდომა სანდო ინფორმაციაზე და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ევროკავშირის ერთგულება სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების განმტკიცებისადმი საქართველოს ყველა რეგიონში“, განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ გახსნის ცერემონიაზე.
საინფორმაციო პუნქტი გაიხსნა ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის „იმოქმედე საქართველოსთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში და ადამიანის უფლებების დაცვის ადგილობრივი ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი“.
დამატებით ინფორმაცია
ნანახია: 1524
მსგავსი სიახლეები
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა
IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს
IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს
რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა
რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა
ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის
ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის
clickss