2025-12-02

19:55

თბილისში მშვიდობის, ნდობის საერთაშორისო წლისა და თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ბრიფინგი გაიმართა

საზოგადოება
10-04-2025 16:14

2025 წლის 10 აპრილს, საქართველოში თურქმენეთის საელჩოში გაიმართა ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი, რომელიც მიეძღვნა მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს, ასევე თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავს.

ბრიფინგს ესწრებოდნენ პირველი არხის, „ობიექტივის“, საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის "Грузия Online", ბიზნეს გამოცემა „The Georgian Business Week“-ის და მედიაჰოლდინგ „Europe 24“б GeorgiaPress-ის ჟურნალისტები. საინფორმაციო სააგენტო „News Day Georgia“, ონლაინ გამოცემა „Geoecohub“, გაზეთები „Resonance“, „Multinational Georgia“, „Free Georgia“, „Comsomolskaya Pravda“, ასევე ქართული ანალიტიკური ცენტრის „Geocase“-ის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებასთან საუბრისას, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დ. სეითმამედოვმა აღნიშნა, რომ თურქმენეთის კონსტრუქციული საგარეო პოლიტიკა და პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის მიერ წამოყენებული შემოქმედებითი ინიციატივები მსოფლიო ასპარეზზე ფართო მხარდაჭერას იძენს. ამას ადასტურებს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2024 წლის 21 მარტს მიღებული რეზოლუცია „2025 წელი - მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელი“ და 2025 წლის 21 მარტს მიღებული რეზოლუცია „თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტი“.

ელჩმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ ნეიტრალურ თურქმენეთ მნიშვნელოვან წვლილ შეაქვს პლანეტაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, ურთიერთგაგების, მეგობრული და ნდობის ურთიერთობების განმტკიცებაში, სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. ბრიფინგის დროს ასევე განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ი. კობახიძის თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის შედეგები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს თურქმენეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში.

ელჩმა ასევე მიაწოდა ინფორმაცია მედიას თურქმენეთსა და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ეძღვნება „მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს“, ასევე თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავს. ბრიფინგის დასასრულს მონაწილეებს ნეიტრალიტეტისადმი მიძღვნილი ვიდეო-ფილმი აჩვენეს.

 

უკან დაბრუნება

ნანახია: 1278

მსგავსი სიახლეები

2025-11-28 11:56
საზოგადოება

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

2025-11-26 13:22
საზოგადოება

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა

2025-11-25 15:44
საზოგადოება

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

2025-11-19 12:32
საზოგადოება

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

2025-11-18 14:22
საზოგადოება

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები