2025-04-19

04:28

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიმართვა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

საზოგადოება
08-03-2025 10:27

გთავაზობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის ვიდეო-მიმართვას ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით! 

"როცა თანაბარი შესაძლებლობების კარი ერთნაირად იღება ქალებისა და გოგოებისთვის, ამ დროს ყველა მხარე გამარჯვებული გამოდის.

თანასწორი საზოგადოებ უფრო წარმატებული და მშვიდობიანია რაც მდგრადი განვითარების საწინდარია.

დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს, პროგრესის და მიღწევების ოცდაათ წელს აღვნიშნავთ მას შემდეგ, რაც პეკინში გაეროს საეტაპო მნიშვნელობის კონფერენცია გაიმართა.

ამით ქალთა უფლებებმა ტრანსფორმაცია განიცადადა კვლავ დადასტურდა, რომ ისინიც ადამიანის უფლებებს განეკუთვნება.

მას შემდეგ, ქალებმა და გოგოებმა ბევრი ბარიერი დაძლიეს, სტერეოტიპები დაამსხვრიეს და თავიანთი კანონიერი ადგილის დაკავება მოითხოვეს.

მაგრამ ჩვენ ეს გამოწვევები უფრო მკაფიოდ უნდა გვესმოდეს.

ბევრი წინააღმდეგობის და უკან დახევის შემდეგ, ქალთა უფლებებს დღესაც თავს ესხმიან.

საუკუნოვანი ძალადობა, დისკრიმინაცია და ეკონომიკური უთანასწორობაჯერ კიდევ ტანჯავს საზოგადოებ.

და უკვე სახეზეა შედარებით ახალი საფრთხეები, მაგალითად: მიკერძოებული ალგორითმები, რომლებიც ინტერნეტ სივრცეებში უთანასწორობის დაპროგრამებაზეა გათვლილი. ეს კი შევიწროების და ძალადობის ახალ ასპარეზებს ქმნის.

თანაბარი უფლებების დანერგვის ნაცვლად კი ვხედავთ, თუ როგორ იკიდებს ფეხს მიზოგინია.

ჩვენ ამგვარ უსამართლობას ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ.

და მუშაობა უნდა განვაგრძოთ ქალებისა და გოგოებისთვის თანაბარი პირობების შესაქმნელად.

საჭიროა ვიმოქმედოთ დაფინანსების მოსაძიებლად, რათა ქვეყნებმა თანასწორობაში  ინვესტიცია ჩადონ და ასევე საჭიროა პრიორიტეტების მინიჭება ამ ინვესტიციებისთვის.

საჭიროა მოქმედება, რათა ადამიანებს ღირსეულ სამუშაოზე თანაბრად მიუწვდებოდეთ ხელი, რათა გენდერული სახელფასო განსხვავება აღმოიფხვრას და ზრუნვის შრომასთან  დაკავშირებული გამოწვევები გადაიჭრას.

ქმედება კანონების გაძლიერებისა და აღსრულებისთვის, რათა ძალადობის ყველა ფორმა აღმოიფხვრას ქალთა და გოგოების მიმართ.

ქმედება ქალთა თანაბარი სრული მონაწილეობის უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილების მიღებაში, მათ შორის, მშვიდობის მშენებლობაში.

და ქმედება, რათა ქალებისა და გოგოების წინაშე არსებული დაბრკოლებები დაძლეული იქნას ისეთ სფეროებში, როგორიცაა მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერიდა მათემატიკა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მომავლის პაქტი და გლობალური ციფრული შეთანხმება“ დეტალურ მითითებებს გვთავაზობს ამ ქმედებების განსახორციელებლად.

როდესაც ქალები და გოგოები აქტიურად იმოქმედებენ, ეს ყველა ჩვენგანს სასიკეთო ცვლილებს მოუტანს.

მოდით, მტკიცედ გავერთიანდეთ, რათა უფლებები, თანასწორობა და გაძლიერება რეალობად იქცეს ყველა ქალისა და გოგოსთვის, ყველა ადამიანისთვის, მსოფლიოს ყველა კუთხეში".  

 

ვიდეო-მიმართვის სანახავად გადადით ბმულზე:

 

https://s3.us-east-1.amazonaws.com/downloads2.unmultimedia.org/public/video/evergreen/MSG+SG+/SG+Intl+Women+Day+8+Mar+25/MSG+SG+INTL+WOMEN+DAY+21+FEB+25.mp4

მსგავსი სიახლეები

2025-04-15 13:07
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: იმედია, "ოცნების" ქაოტური, 180 გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრ

შეუძლებელია, ურთიერთგამომრიცხავი სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ

2025-04-11 15:17
საზოგადოება

ევროკავშირის ახალი საინფორმაციო პუნქტი საქართველოს ქალაქ ახალციხეში გაიხსნა

საინფორმაციო პუნქტი იქნება პლატფორმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და მედიისთვის

2025-04-10 17:34
საზოგადოება

პროექტს თავად სძენ მუხტს იყოს საინტერესო, გახადო მიმზდველი საზოგადოებისთვის და ის გრძელვადიან პროექტ

თითქმის 20 წელი ჯეპრაში ვარ… ამ ხნის განმავლობაში იმდენი რამ შეიცვალა. გავიზარდეთ, განვითარდით, დავიხვეწეთ…

2025-04-10 16:14
საზოგადოება

თბილისში მშვიდობის, ნდობის საერთაშორისო წლისა და თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავისადმი

დამსწრე საზოგადოებასთან საუბრისას, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დ. სეითმამედოვმა

2025-04-09 13:20
საზოგადოება

VIDEO: 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი დრამიდან 36 წელი შესრულდა!

დარბევის შედეგად 21 ადამიანი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები