2025-04-19

16:52

სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული

საზოგადოება
25-02-2025 17:34
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. განცხადებას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები.
მეხანძრე-მაშველებმა ამ დროისთვის, ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ.
ასევე, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შემოსულ შეტყობინებებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ეტაპობრივად ახორციელებენ რეაგირებას.
საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სხვადასხვა უწყების შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებული არიან, როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე, შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2025-04-15 13:07
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: იმედია, "ოცნების" ქაოტური, 180 გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრ

შეუძლებელია, ურთიერთგამომრიცხავი სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ

2025-04-11 15:17
საზოგადოება

ევროკავშირის ახალი საინფორმაციო პუნქტი საქართველოს ქალაქ ახალციხეში გაიხსნა

საინფორმაციო პუნქტი იქნება პლატფორმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და მედიისთვის

2025-04-10 17:34
საზოგადოება

პროექტს თავად სძენ მუხტს იყოს საინტერესო, გახადო მიმზდველი საზოგადოებისთვის და ის გრძელვადიან პროექტ

თითქმის 20 წელი ჯეპრაში ვარ… ამ ხნის განმავლობაში იმდენი რამ შეიცვალა. გავიზარდეთ, განვითარდით, დავიხვეწეთ…

2025-04-10 16:14
საზოგადოება

თბილისში მშვიდობის, ნდობის საერთაშორისო წლისა და თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავისადმი

დამსწრე საზოგადოებასთან საუბრისას, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დ. სეითმამედოვმა

2025-04-09 13:20
საზოგადოება

VIDEO: 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი დრამიდან 36 წელი შესრულდა!

დარბევის შედეგად 21 ადამიანი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები