ევროკავშირის მხარდაჭერა ჟურნალისტების მიმართ საქართველოში უცვლელია!

17 თებერვალს თბილისში კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, რიგით მეცამეტე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. შვიდ საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებული ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ დააჯილდოვა.
„დღეს ზეიმის დრო არ არის, თუმცა სწორედ ასეთ მომენტებში უნდა გამოვიჩინოთ სიმტკიცე ჩვენი ვალდებულების წინაშე – პატივი ვცეთ და დავიცვათ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა,“ – განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ, – „ჩვენ ყველანი ვხედავთ, როგორ სწრაფად და შემაშფოთებლად უარესდება მედიის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში. ჟურნალისტებს აშინებენ, სცემენ და აპატიმრებენ. რა დანაშაულისთვის? სიმართლის თქმისთვის. იმისთვის, რომ ახმოვანებენ მათ სათქმელს, ვინც უკვე გააჩუმეს; იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს ამხელენ; იმისთვის, რომ დემოკრატიის საყრდენთაგანს წარმოადგენენ. ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის, ეს არ უნდა ხდებოდეს“.
მან ასევე შეშფოთება გამოთქვა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. განცხადების გაკეთების მომენტისთვის მზია ამაღლობელი 37-ე დღე იყო, რაც შიმშილობდა. ჰერჩინსკიმ მის პროტესტს „არაჩვეულებრივი სიმამაცისა და შეუპოვრობის აქტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის იქცა „ჟურნალისტური გამბედაობისა და სამართლიანობისთვის შეუდრეკელი ბრძოლის სიმბოლოდ“.
კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, 2024 წლის გამარჯვებულები და ფინალისტები არიან:
ნანახია: 914
მსგავსი სიახლეები

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა
წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა

ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება
ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს
ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ
თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ
clickss