2025-09-07

09:47

კახა ოქრიაშვილი: თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!

საზოგადოება
13-02-2025 12:51

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო“ უცვლელად გთავაზობთ: „ახლო მომავალში, დაანონსდა უკრაინის თემის გარშემო მოლაპარაკების გახსნა პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის. ამ შეხვედრაზე არ წყდება მხოლოდ უკრაინის ბედი, ამ შეხვედრაზე წყდება მთელი მსოფლიოს მომავალი.

პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა ლოზუნგით - გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი. იგივე ლოზუნგით ოპერირებს პოლიტიკაში პრეზიდენტი პუტინი - დავუბრუნოთ რუსეთს ძველი დიდება. მათ შორის ერთი არის დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი, მეორე კი ტოტალიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნის პრეზიდენტია და სწორედ უკრაინის საკითხთან ერთად წყდება, დემოკრატია გაიმარჯვებს თუ ტოტალიტარიზმი. რომელი მოახერხებს, რომ ისევ დიადი გახდეს, ამერიკა თუ რუსეთი, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. ამ ბრძოლაში კი, ვერცერთ ქართველს ბუნებრივად ვერ ექნება ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერი პოზიცია. მეტიც, ვიდრეს ეს ოკუპაცია გრძელდება, რუსეთის ქომაგი ვერცერთ საკითხში ვერ ვიქნებით.

ყველაფერი დანარჩენი, რაზეც ახლა ტრამპი საუბრობს, გრენლანდიის თემა იქნება თუ რაიმე სხვა, არაფრისმომცემი რიტორიკაა. თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის ისეთი მარცხი იქნება, რომ მის შემდგომ სიდიადეზე საუბარიც კი წარმოუდგენელი გახდება.

იმედი მაქვს, სამართლიანობა და დემოკრატია გაიმარჯვებს. ეს ვითარება პირდაპირ ეხება ჩვენი ერის და ქვეყნის მომავალს, ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის!", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2025-09-05 14:41
საზოგადოება

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა

2025-08-28 09:34
საზოგადოება

ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება

ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება

2025-08-18 13:01
საზოგადოება

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2025-08-15 12:46
საზოგადოება

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

2025-08-15 11:55
საზოგადოება

თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ

თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები