ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებულ გალში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო

6 იანვარს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში განაცხადა, რომ ის ღრმად არის დამწუხრებული ხუთი ახალგაზრდა სიცოცხლის ტრაგიკულად დაკარგვის გამო ოკუპირებული სეპარატისტული აფხაზეთის რეგიონის გალის რაიონში.
5 იანვარს სოფელ საბერიოში კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა, რომელთაგან ყველაზე პატარა 4 წლის იყო.
თავის განცხადებაში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მიუსამძიმრა დაზარალებულ ოჯახებს, თემებს და ქართველ ხალხს.
საბერიოში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტზე გაცხადება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელმა ბეტინა პატრიცია ბუგანიმაც გააკეთა.
„ჩვენ ღრმად ვართ დამწუხრებულები საბერიოში ხანძრის შედეგად ხუთი ახალგაზრდა სიცოცხლის ტრაგიკულად დაკარგვის გამო“, თქვა ბუგანიმ. „მთელი მისიის სახელით მინდა გამოვხატო გულწრფელი მწუხარება ოჯახის და საზოგადოების მიმართ. ამ ურთულეს დროს ჩვენ ფიქრები მათკენ არის მიმართული“.
დამატებით ინფორმაცია
ნანახია: 946
მსგავსი სიახლეები

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა
წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა

ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება
ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს
ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ
თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ
clickss