2025-09-08

13:39

კახა ოქრიაშვილი: ბატონო კობახიძევ, მაგას ვის ეუბნებით, ბიზნესმენ ივანიშვილს, რომელმაც საქართველოსგან შპს გააკეთა?!

საზოგადოება
28-12-2024 14:39
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 
მამუკა მდინარაძის თაოსნობით, ანტიდასავლური, პროპაგანდისტი ტელეკომპანიების „იმედის“ და „რუსთავი 2“-ის მეშვეობით განხორციელდა შეტევა ჩემს მიერ აშენებულ, საქართველოში ყველაზე მაგარ კომპანია PSP ჯგუფზე, სადაც დასაქმებულია 8 000-ზე მეტი პატრიოტი ადამიანი და კომპანია წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრეს.
ეს კომპანია აშენებულია ყველა მთავრობის მიერ ღიად ანტიბიზნესური და ანტიეკონომიკური ატმოსფეროს პირობებში. თუმცა, პროპაგანდისტებმა PSP ჯგუფისგან ამ დეზინფორმაციაზე საკადრისი პასუხი უკვე მიიღეს.
ირაკლი კობახიძემ „იმედზე“ განაცხადა, რომ ბიზნესი შორს უნდა იდგეს პოლიტიკისგან. საჩხერულად რომ ვთქვათ, სიტყვა გაექცა.
ბატონო კობახიძევ, მაგას ვის ეუბნებით, თავისუფალ ბიზნესმენებს? თუ ბიზნესმენ ივანიშვილს ეუბნებით, რომელმაც საქართველოსგან შპს გააკეთა? თუ ბიზნესმენ ტრამპს ეუბნებით, რომ გადაგდეს და არ გახდეს ამერიკის პრეზიდენტი?! ჯერ დაფიქრი და მერე თქვი, შე კაი ადამიანო!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.   

მსგავსი სიახლეები

2025-09-05 14:41
საზოგადოება

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა

2025-08-28 09:34
საზოგადოება

ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება

ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება

2025-08-18 13:01
საზოგადოება

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2025-08-15 12:46
საზოგადოება

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

2025-08-15 11:55
საზოგადოება

თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ

თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები