2025-12-02

20:35

ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

საზოგადოება
23-12-2024 16:18
23 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
შემაჯამებელი ანგარიში ასახავს 2024 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე თბილისში ჩატარებული შეკრებების და მანიფესტაციების მონიტორინგისას დოკუმენტირებულ უფლებადარღვევებს, მთავარ გამოწვევებსა და მიგნებებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა თბილისში გამართულ 15 აქციას, რომელთაგანაც 8 შეეხებოდა პროტესტს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ.
ანგარიში ეხება ისეთ უფლებადარღვევებს და პრობლემებს, როგორიცაა: აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციული დაკავებები, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა და რიგ შემთხვევებში - წამება, აქციის დაშლისას სპეციალური საშუალებების ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოყენება, აქციის ფასილიტაციის პროცესში საპოლიციო ძალების არაპროპორციული რაოდენობის მობილიზება,
აქციებზე მყოფი არაიდენტიფიცირებული პოლიციელები, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ დევნა პოლიტიკური ნიშნით და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.
ანგარიში მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტის - „ადამიანის უფლებებზე მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.
ავთანდილ ოთინაშვილი

მსგავსი სიახლეები

2025-11-28 11:56
საზოგადოება

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

2025-11-26 13:22
საზოგადოება

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა

2025-11-25 15:44
საზოგადოება

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

2025-11-19 12:32
საზოგადოება

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

2025-11-18 14:22
საზოგადოება

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები