2025-12-02

20:35

თბილისში ყატარის სახელმწიფოს დაარსებიდან 146-ე წლისთავი აღინიშნა!

საზოგადოება
19-12-2024 16:10

18 დეკემბერს ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავამ თბილისში ყატარის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გამართა. მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საზოგადოების, მედიის წარმომადგენლები.

ყატარის სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღეს ყოველწლიურად 18 დეკემბერს ზეიმობს. ამ დღეს, 1878 წელს, ქვეყანამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. დღესასწაული, როგორც წესი, აღლუმით, ფეიერვერკებით და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნება, რაც ყატარში უამრავ ტურისტს იზიდავს მრავალი ქვეყნიდან. 2022 წელს ყატარმა წარმატებით უმასპინძლა ფიფა-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში.

ყატარის სახელმწიფო მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს ბუნებრივი გაზის მარაგების მხრივ, მეოთხეს მისი მოპოვების, ხოლო მეექვსე ადგილს - მისი ექსპორტის მხრივ. ნავთობისა და გაზის მოპოვებამ ყატარი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ აქცია ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს სიდიდის მიხედვით.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ყატარს 1993 წლის მარტიდან აკავშირებს. ორ ქვეყანას მჭიდრო ურთიერთობები გააჩნია ვაჭრობის, ტურიზმის, განათლების, კულტურის და სხვა სფეროებში. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები უახლოეს მომავალში ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავა - ისე, როგორც ეს შეესაბამება საქართველოსა და ყატარის სახელმწიფო ინტერესებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ, 2025 წელს შესაძლებლობა გვექნება, რომ საქართველოში ვუმასპინძლოთ ყატარის ოფიციალურ დელეგაციას.

მივესალმებით ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის. ამ მხრივ, აღსანიშნავია საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების არსებობა და ამ ჯგუფების მიერ განხორციელებული ვიზიტები დოჰასა და თბილისში. დინამიურად აქტიურდება ხალხთაშორისი კონტაქტები, მისასალმებელია თანამშრომლობის განვითარება ტურიზმის სფეროში და ტურისტების რიცხვი ორივე მიმართულებით ყოველწლიურად იზრდება. ნება მომეცით, მოგილოცოთ ეს შესანიშნავი თარიღი და ჩვენს ქვეყნებს ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყატარის სახელმწოფოს ელჩისადმი გაჟღერებული მიმართვისას.

ვასო კაპანაძე

 

უკან დაბრუნება

ნანახია: 1209

მსგავსი სიახლეები

2025-11-28 11:56
საზოგადოება

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

2025-11-26 13:22
საზოგადოება

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა

2025-11-25 15:44
საზოგადოება

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

2025-11-19 12:32
საზოგადოება

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

2025-11-18 14:22
საზოგადოება

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები