2025-09-08

16:59

კახა ოქრიაშვილი: ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!

საზოგადოება
12-12-2024 15:21
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: ახლოვდება დე-ფაქტო, არალეგიტიმური „საპრეზიდენტო არჩევნები“ და მინდა, მოკლედ გამოვხატო ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით.
საქართველოში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი არის დანიშნული, დასმული და არა არჩეული ხალხის მიერ. ყველა ვხედავთ, რომ ბატონი ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები.
არ მსურს, ყაველაშვილს პიროვნულად შევეხო. შესაძლოა, ბევრ ადამიანს უყვარს და პატივს სცემს მას, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს, მაგრამ შე კაი ადამიანო, როცა ფეხბურთს თამაშობდი, შტანგისტი რომ შემოეყვანათ გუნდში, საქმეს წაადგებოდა? მოიგებდი იმ მატჩს, შემატებდა ის შტანგისტი რამეს გუნდს?ჰოდა, რომ შემოგთავაზეს პრეზიდენტობა, რატომ დათანხმდი? არ მინდა გეწყინოს, მაგრამ ბატონ ივანიშვილს უარი რატომ არ უთხარი?! მე რომ შემომთავაზონ ფეხბურთელი ან კალათბურთელი იყავიო, უარს ვეტყვი და შენ იგივე რატომ არ გაკეთე?!
მეშინია, 14 დეკემბრის და ამ დღეს მოსალოდნელი ესკალაციის. 14 რიცხვში მეც ვიქნები საპროტესტო აქციაზე, სადაც ვითარება რომ დაიძაბოს, პასუხისმგებელი შენც იქნები!", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.   

მსგავსი სიახლეები

2025-09-05 14:41
საზოგადოება

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა

2025-08-28 09:34
საზოგადოება

ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება

ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება

2025-08-18 13:01
საზოგადოება

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2025-08-15 12:46
საზოგადოება

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

2025-08-15 11:55
საზოგადოება

თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ

თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები