2025-12-02

20:56

კახა ოქრიაშვილი: ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!

საზოგადოება
09-12-2024 13:36
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
თბილისში ნაძვის ხეს დგამენ. ოღონდ არავის უხარია, მათ შორის, არც „ქოცებს“. ბუნებივი სლოგანი გახდა - „თბილისი, ძალადობის ქალაქი“! ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ დე-ფაქტო ხელისუფლებაა.
ძალადობრივი რეჟიმი სირიაში ისეთი ელვისებური სისწრაფით ჩამოიშალა, თვით ბაშარ ალ-ასადიც გაოგნებული დარჩა, რადგან ის მოძალადეები, ვინც მას გასამრჯელოს სანაცვლოდ ემსახურებოდა და საკუთარ მოსახლეობას ხოცავდა და არბევდა, ასეთივე ელვისებური სისწრაფით გაექცნენ. (აქვე, მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, მიმართონ ერთობლივი თხოვნით სირიის ახალ ხელისუფლებას, რათა გაუქმდეს ბაშარ ასადის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება და დამასკოში არსებული აფხაზეთის ე.წ. საელჩო.).
დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება რუსეთშიც - დაემხობა რეჟიმი და იმედი მაქვს, დაიბადება ახალი, დემოკრატიული, მეზობელი სახელმწიფოებისთვის უსაფრთხო რუსეთი. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება არ ინდობს არც საკუთარ, არც მეზობელი ქვეყნების მოქალაქეეებს - ამ რეჟიმის ჩამოშლაც გარდაუვალია. ამის დასტურია პრიგოჟინის რეიდი როსტოვიდან მოსკოვამდე. მან ეს მანძილი ნახევარ დღეში დაფარა და ვიდრე თავად არ გაჩერდა, წინააღმდეგობა არავინ და ვერავინ გაუწია. მოსკოვში რომ შესულიყო, დღეს რუსეთის ხელისუფლება შეცვლილი იქნებოდა.
მე, როგორც საქართველოს ნებისმიერი სხვა მოქალაქე, ვეწინააღმდეგები ყოველგვარ ძალადობას. ჩემში ზიზღის გრძნობას იწვევს, როცა ბევრი ფიზიკურად ძლიერი ურტყამს ერთ სუსტს. ბუნებრივად სუსტის დაცვა მინდება და ეს მიბიძგებს ემოციური მოქმედებისკენ. მაგრამ აქვე - ჩვენ ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვინც ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს. ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ - უბრალო მათემატიკაა, რომ შედეგად ორჯერ დიდი ბოროტება დაიბადება.
ზედმიწევნით მშვიდობიანი პროტესტი გამარჯვების ერთადერთი გზაა. გამოსავალია ახალი, სუფთად ჩატარებული არჩევნები, დამარცხებულის მილოცვა გამარჯვებულისთვის და ამით ერის გამთლიანება. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი!", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.   

მსგავსი სიახლეები

2025-11-28 11:56
საზოგადოება

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

2025-11-26 13:22
საზოგადოება

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა

2025-11-25 15:44
საზოგადოება

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

2025-11-19 12:32
საზოგადოება

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

2025-11-18 14:22
საზოგადოება

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები