2026-01-18

23:37

კახა ოქრიაშვილი: „მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები“!

საზოგადოება
24-10-2024 12:09

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა და გაძლიერდა მოსახლეობის დაშინების მცდელობა, განსაკუთრებით მასწავლებლების, საჯარო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების და იმ მოქალაქეების, ვინც  სოციალურ შემწეობას იღებს. მათ მიმართ მუქარამ მასობრივი ხასიათი მიიღო, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობას ურეკავენ და სატელეფონო ზარის მეშვეობით ემუქრებიან.

რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ ამ დაშინებას?! მოგმართავთ ყველას, მობილური ტელეფონების უმრავლესობას აქვს ჩანაწერის გაკეთების ფუნქცია, ჩაიწერეთ ეს მუქარა, მოგვაწოდეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოძალადეებს პასუხი ვაგებინოთ. მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ზეწოლის საქმეები, რათა 26 ოქტომბრის შემდეგ ახალმა, რეფორმირებულმა სასამართლომ, განიხილოს და დააყენოს ამ მოძალადეების პასუხისმგებლობის საკითხი.

შეგახსენებთ, ხმის მიცემა ფარულია, ჩვენი არჩევანი სრულიად კონფიდენციალურია და ვერავინ გაიგებს, ვის მივეცით ხმა, თუ თავად არ გავამხელთ. 

ყველას გელოდებით არჩევნებზე 26 ოქტომბერს - გავთავისუფლდეთ ცრუ დაპირებებისგან და ყალბი ოცნებებისგან!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1007

მსგავსი სიახლეები

2025-12-09 10:05
საზოგადოება

ქართველები ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ

ქართველები ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ

2025-12-05 20:36
საზოგადოება

ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცი

ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცია და დიაბეტური რეტინოპათიის მართვა“

2025-12-03 15:26
საზოგადოება

34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელე

34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელები გამოავლინა

2025-11-28 11:56
საზოგადოება

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

2025-11-26 13:22
საზოგადოება

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები