2025-09-10

10:08

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი შეიქმნა

საზოგადოება
11-10-2024 17:35

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი შეიქმნა. შესაბამისი განკარგულება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. დამატებით საარჩევნო უბნების შექმნის საფუძველი საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ განახლებული მონაცემები გახდა, რომელიც ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიიღო და დაამუშავა. ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს  95 834-. ამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობის შესაბამისად საარჩევნო უბნები დამატებით შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში - ნიუ-იორკში; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში -  ბერლინში;  ესპანეთის სამეფოში - ბარსელონაში; იტალიის რესპუბლიკაში - რომში; საბერძნეთის რესპუბლიკაში - ათენსა და  სალონიკში; საფრანგეთის რესპუბლიკაში -  პარიზში.

საერთო ჯამში ამომრჩევლებს საზღვარგარეთ, 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

2025-09-05 14:41
საზოგადოება

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა

2025-08-28 09:34
საზოგადოება

ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება

ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება

2025-08-18 13:01
საზოგადოება

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2025-08-15 12:46
საზოგადოება

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

2025-08-15 11:55
საზოგადოება

თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ

თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები