კახა ოქრიაშვილი: „26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ“!
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თურმე, 2012 წლიდან „ბეწვის ხიდზე უწევთ სიარული“. მარტო დადიან ამ ბეწვის ხიდზე თუ ეს ქვეყანაც დაჰყავთ, ამ განცხადებიდან გაურკვეველია. ან 2012 წლიდან რატომ დადიან, როცა ამ ქვეყანას 3 000-წლიანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილება და ისტორია აქვს, მაგრამ ივანიშვილისთვის წელთაღრიცხვა 2012 წლიდან იწყება.
დიახ, ჩვენი ქვეყანა მრავალჯერ იყო ბეწვის ხიდზეც, ძლიერიც, დაცემულიც, მაგრამ არასდროს დანებებული და დამონებული. ახლა კი სახეზეა ჩვენი ხალხის დამონების მცდელობა და ამის მაგალითს ყოველდღიურად გვიჩვენებს „ქართული ოცნების“ ლიდერშიპი, როცა რუსეთის „უკანა ეზოში“ მიძვრება და აქტიურად უხდის ბოდიშებს ჩვენს მტერს.
ჰოდა, 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მშვიდად, ღირსებით, ყოველგვარი ომის გარეშე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა მყარ ნიადაგზე, ევროპისკენ, რადგან სწორედ ევროპაა მშვიდობაც, კეთილდღეობაც და მყარი ნიადაგიც ჩვენს ფეხქვეშ!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.
ნანახია: 902
მსგავსი სიახლეები
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა
IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს
IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს
რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა
რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა
ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის
ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის
clickss