კახა ოქრიაშვილი გაზის გაძვირებაზე: „ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ შეიქმნება კონკურენტული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები, - ე.ი. ვერ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები“!
ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო 2 წელია, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიალიზაციას. ჩვენ მხოლოდ ლოჯისტიკურ მომსახურებას ვაწარმოებთ. მაგ: ავტომობილები შემოგვყავს და მერე სხვა ქვეყნებში ვყიდით. ეს ცუდი სულაც არ არის, უნდა ვეცადოთ, შემოსავალი ბევრი სხვადასხვა დარგიდან მივიღოთ, მაგრამ ამას სჭირდება სტრატეგია და სკრუპულოზური აღსრულება.
ჩვენს ქვეყანაში რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძვირი გაზი და ელექტროენერგიაა, რომლის ფასი ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ შეიქმნება კონკურენტული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები, ე.ი. ვერ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ანუ მთავრობას არ აქვს ხედვა, როგორ დაასაქმოს ადამიანები.
რა თქმა უნდა, მხოლოდ იაფი გაზი და ელექტროენერგია ეკონომიკის ზრდის სტრატეგიულ გარღვევას ვერ უზრუნველყოფს. საჭიროა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სტაბილურობა (მაგ. ლარის კურსი და ა.შ.) დაბალი გადასახადები, სწრაფი და იაფი ლოჯისტიკა და რაც მთავარია, ქვეყნის გაბრენდვა (made in Georgia) როგორც ხარისხის მაღალი ნიშნის მატარებელი. შედეგად, შევძლებთ ვაწარმოოთ მრავალი საქონელი, რომელსაც სხვა, უფრო მდიდარ ქვეყნებში გავყიდით და კიდევ უფრო დიდ შემოსავალს მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ეს სტრატეგიული ამოცანების მცირე და არასრული ჩამონათვალია, რათა მივაღწიოთ რეალურ, დივერსიფიცირებულ ეკონომიკურ ზრდას.
საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ხედვა, როგორ გავაკეთოთ ეს და ოქტობრიდან, მოგვეცემა საშუალება, დავგეგმოთ და განვახორციელოთ დიდი ეკონომიკური ნახტომი საქართველოში, რომლის პროპორციულადაც გაიზრდება შემოსავალი თითოეული ქართველის ოჯახში", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.
ნანახია: 892
მსგავსი სიახლეები
ქართველები ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ
ქართველები ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ
ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცი
ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცია და დიაბეტური რეტინოპათიის მართვა“
34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელე
34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელები გამოავლინა
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა
clickss