2025-09-10

20:10

კახა ოქრიაშვილი: რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!

საზოგადოება
16-09-2024 13:32

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „მეფე ერეკლე, ვახტანგ გორგასალი, გიორგი ანწუხელიძე და საქართველოსთვის თავდადებული სხვა მრავალი გმირი საფლავში ამოატრიალა ივანიშვილის ბოდიშებმა. სამაგიეროდ, რუსეთის პროპაგანდისტები, სიმონიანის თამადობით, აღფრთოვანებულები დარჩნენ, „ოცნების“ სახეები კი გამოცვივდნენ და გვიმტკიცებენ, რომ ბოდიშების ხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაა.

ეს არ არის უბრალო ბოდიში, ეს არის საქართველოს დადანაშაულება და რუსეთის გამართლება. ეს ეხება არამარტო 2008 წლის ომს, არამედ ყველა კონფლიქტს საქართველოში, დაწყებული 1990-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებიდან, როცა აგენტმა კიტოვანმა რუსეთის დახმარებით კანონიერი ხელისუფლება და პირველი პრეზიდენტი დაამხო, გაგრძელებული ცხინვალისა და აფხაზეთის კონფლიქტით და ოკუპაციით, რაც დღემდე გრძელდება. და აი ამ ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
ქართველ ხალხს გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება: 1. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და სწორი გეოპოლიტიკური მომენტისთვის მზადება. 2. ამ სწორ მომენტეში საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე კონტროლის აღდგენა. 3. შერიგება. 4. გაპარტახებული სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ხელახალი აშენება და წალკოტად ქცევა", - აცხადებს თავის განცხადებაში კ. ოქრიაშვილი. 

მსგავსი სიახლეები

2025-09-05 14:41
საზოგადოება

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა

2025-08-28 09:34
საზოგადოება

ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება

ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება

2025-08-18 13:01
საზოგადოება

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2025-08-15 12:46
საზოგადოება

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

2025-08-15 11:55
საზოგადოება

თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ

თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები