M4EG საქართველოში: ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული სტარტაპების მსოფლიო თასზე გაემგზავრება
აგვისტოს ბოლოს ბათუმში ჩატარებულ საქართველოს სტარტაპ-სამიტსა და სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონულ შეჯიბრში საკუთარი ინოვაციები თორმეტმა ქართულმა სტარტაპმა წარადგინა.
წლევანდელ კონკურსში კომპანია „ტელაგრიმ” გაიმარჯვა, რომელიც ფერმერებს კონსულტაციებისთვის დარგის წამყვან სპეციალისტებთან აკავშირებს. გამარჯვებული სტარტაპის დამაარსებლები ოქტომბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში, სილიკონის ველზე გაემგზავრებიან, სადაც „სტარტაპების მსოფლიო თასზე“ საქართველოს წარმოადგენენ.
სამიტის მიზანი საქართველოში სტარტაპებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის გაძლიერებაა. მსგავსი ღონისძიებების დახმარებით ადგილობრივი სტარტაპები ფართო საზოგადოებას აცნობენ თავს და წარმატების მისაღწევად საჭირო მხარდაჭერას იღებენ.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), ფარგლებში გამართული ღონისძიების ორგანიზატორია „სტარტაპ კონექტი“.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 1188
მსგავსი სიახლეები
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა
IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს
IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს
რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა
რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა
ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის
ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის
clickss