თბილისში სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა!

თბილისში სამგზავრო მატარებელი, რომელიც ბათუმიდან თბილისში მოძრაობდა სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. ამის თაობაზე საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია იუწყება.
დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო დაიღუპა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.
რკინიგზის ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან.
„მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე – საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.
„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და დაღუპულთა ოჯახებს“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
ნანახია: 902
მსგავსი სიახლეები

თბილისის მერია - თბილისობის ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პე
თბილისის მერია - თბილისობის ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა
წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით კონცერტები გაიმართა

ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება
ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს
ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს
clickss