2025-12-02

21:48

როგორც 2012 წელს აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში 27 %, ოპოზიციამ კი 68 %, ასე მოხდება წელსაც, ოღონდ პირიქით - „ოცნება“ 27%-ის ფარგლებში აიღებს და ოპოზიციაში გადაბარგდება!

საზოგადოება
26-08-2024 20:29
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

„ოცნების“ საარჩევნო კამპანიამ ლოზუნგით - „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“, სტარტი აიღო. ამ სლოგანში მთავარი სიტყვაა „ევროპისკენ“, რადგან თუ ევროპაში არ ვიქნებით, არც მშვიდობა გვექნება, არც ღირსება და არც კეთილდღეობა. ევროპასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები და დემოკრატიული სამყარო ამბობს, რომ თუ „ოცნება“ ამ პოლიტიკას გააგრძელებს, ევროპის კარი საქართველოსთვის ჩაიკეტება. ე.ი. ეს თავიდანვე დიდი ტყუილი და მორიგი ტრიუკია ქართველი ხალხის გასაბითურებლად. როგორც ჩანს, „ოცნება“ გებელსის ცნობილ აქსიომას იყენებს, რომ რაც უფრო დიდი და დაუჯერებელია ტყუილი, მას მით უფრო იოლად იჯერებს ხალხი. ალბათ, ამის იმედზეა ბატონი ივანიშვილიც.

მეორე ტრიუკი არის განცხადება, თითქოს „ქოცებს“ არჩევნებში 60 % უკვე "ჯიბეში უდევთ" და ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება უნდათ. ესეც იგივე მეთოდია, რომ დაუჯერებელი ტყუილი უფრო იოლად დააჯერონ ხალხს. სინამდვილეში, „ოცნება“ 30 %-ს აიღებს, ისიც ზოგიერთი რეგიონის ხარჯზე, დიდ ქალაქებში კი მათი რეიტიგი 25 %-ს არ ასცდება. როგორც 2012 წელს აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში 27 %, ოპოზიციამ კი 68 %, ასე მოხდება წელსაც, ოღონდ პირიქით, ოცნება 27%-ის ფარგლებში აიღებს და ოპოზიციაში გადაბარგდება.

მორიგი ტრიუკია, რომ ბატონი ივანიშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ლგბტ პროგანდის, ლგბტ ქორწინების არდაშვების და ასეთ ქორწინებაში შვილის აყვანის აკრძალვისთვის სჭირდებათ. ტრიუკი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველაფერი ისედაც აკრძალულია. ამის წინააღმდეგი კი მეც ვარ, ყველა ქართველიც და გაგვაგებინონ, ამ ყველაფრის მომხრე რომელი პარტია და ადამიანია საქართველოში?! გვაჯერებენ, ვითომ 60 % აქვთ და ამ ცვლილებების განსახორციელებლად 90 % უნდა აიღონ, არადა, ეს თემა საქართველოში აქტუალური საერთოდ არ არის. ასე რომ, 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს დიდი გამარჯვება, „ქოცებს“ კი ოპოზიციაში გადაბარგება ელით", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

2025-11-28 11:56
საზოგადოება

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

2025-11-26 13:22
საზოგადოება

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა

2025-11-25 15:44
საზოგადოება

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

2025-11-19 12:32
საზოგადოება

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

2025-11-18 14:22
საზოგადოება

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები